„არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა“ ().
1. უფლის თანადგომა მტერთა მძვინვარებაში
რაც მრავალგზის მითქვამს, ამას ახლაც ვამბობ და თქმას არ შევწყვეტ: დიდია ტყვეობიდან მიღებული ნაყოფი და საკმარისია, რომ ყურადღებით მსმენელები სიბრძნისმოყვარეობაში შეიყვანოს. იხილე, კერპებისკენ მირბოდნენ, ღმერთს შეურაცხყოფდნენ და უკეთურებისკენ გადაცურდნენ; ახლა კი, ტყვეობის შემდეგ, რას ამბობენ და როგორ...