„ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.“ ().
1. იერუსალიმის მონატრება და ტაძრის კრება
მაგრამ ახლა ბევრნი ამ სიტყვასაც კი უკმაყოფილებით ისმენენ: თუ ვინმე დოღზე ან ურჯულოების სანახაობათა თეატრებში ასასვლელად მოუხმობს, მრავლად არიან მიმსწრაფნი; ხოლო თუ სალოცავ სახლში მოუხმობს, მცირედნი არიან ისინი, ვინც არ იზარებს. მაგრამ იუდეველები ასე არ იყვნენ; და რა იქნებოდა...