მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 121:2

1. ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.2. და დადგომილ იყვნეს ფერჴნი ჩემნი ეზოთა შენთა, იერუსალჱმ.3. იერუსალიმი შენებულ არს, ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელ მისი მის თანა.
ფსალმუნნი თავი 121
2. და დადგომილ იყვნეს ფერჴნი ჩემნი ეზოთა შენთა, იერუსალჱმ.
ფსალმუნი 121-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.“ ().

1. იერუსალიმის მონატრება და ტაძრის კრება

მაგრამ ახლა ბევრნი ამ სიტყვასაც კი უკმაყოფილებით ისმენენ: თუ ვინმე დოღზე ან ურჯულოების სანახაობათა თეატრებში ასასვლელად მოუხმობს, მრავლად არიან მიმსწრაფნი; ხოლო თუ სალოცავ სახლში მოუხმობს, მცირედნი არიან ისინი, ვინც არ იზარებს. მაგრამ იუდეველები ასე არ იყვნენ; და რა იქნებოდა ამაზე უფრო მძიმე, როცა ქრისტიანები მათზე უფრო მოდუნებულნი ჩანან? საიდან გახდნენ ისინი ასეთნი? კვლავ ვამბობ: ტყვეობის შემდეგ ისინი უკეთესნი გახდნენ. ამიტომ ისინი, ვინც მანამდე ტაძარსა და საღვთო სიტყვების მოსმენას ზიზღით ზურგს აქცევდნენ, საკუთარ თავს კი მთებს, ხეობებს, ბორცვებსა და დიდ უკეთურებას აძლევდნენ, ახლა იმ ღვთისმსახურების სურვილს იმტკიცებენ, თვით აღთქმის მიმართ იწვიან, წელში იმართებიან, დგებიან და გონებით ხარობენ. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის