თარგმანი: იხილე ახოვნებაჲ სულისა მის სამოციქულოჲსაჲ; ვითარ ესოდენნი ძჳრნი შეემთხუეოდეს წინააღმდგომთა მიერ, რომელთაგან საგონებელ იყო შეწუხებად, ხოლო იგი, არა ოდენ შეუწუხებელად, არამედ ფრიადითაცა მხიარულებითა თავს-იდებდა ყოველსავე, ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ ღმრთისათჳს შეემთხუევის ყოველივე იგი.
2 კორინთელთა მიმართ 6:10
...ბი. რადგან მქონებელნი, როცა ფლობას განუდგებოდნენ, ამგვარად მიჰქონდათ იგი მოციქულებთან: თვითონ აქცევდნენ მათ ფულად და განაწილებას კი იმათ ხელმწიფებას ანდობდნენ. ამიტომ ამბობდა პავლე: „ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს“ (). საკვირველი სწორედ ეს არის, რომ ასეთ სიმდიდრეში მყოფნი ქონებაზე მაღლა იდგნენ; რადგან ფულის სიმრავლეც ვერ იპყრობდა მათ. სიმდიდრე სწორედ ეს არის: სიმდიდრე არ გჭირდებოდეს.
„დიდებაჲ და სიმდიდრე სახლსა მისსა“ (). აქ უკვე განმარტებაც აღარ სჭირდება. რადგან ჰქონდათ დიდება, რომელიც ღვთისაგან არის. ესეც მოჰყვებოდა, საღმრთო სიტყვის თანახმად, რომელიც ამბობს: „ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (). მართლაც, რა ი...
...რდება, რადგან საზრდოსთვის ხელებიც ჰყოფნის; როგორც ამბობს: „საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს“ (). ამას ის ამბობდა, ვინც ამბობდა: „ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს“ (); ის, ვინც ლისტრაში მცხოვრებთა მიერ ღმერთად იქნა მიჩნეული.
თუ გინდა, ამქვეყნიურ სიკეთეებს ეწიო, ზეცა ეძებე; თუ გინდა აქაურითაც დატკბე, აქაურიც არად ჩააგდე. რადგან, როგორც ამბობს: „ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (). რატომ გიკვირს მცირე რამ? რატომ პირდაღებული შეჰყურებ იმას, რაც სიტყვადაც არ ღირს? როდემდე იქნები ღარიბი? როდემდე იქნები გლახაკი? აღაპყარ მზერა ზეცისკენ, იქაური სიმდიდრე გაიაზრე, ოქრო სასაცილოდ აიგდე, შეიტყვე, რამდენად მცირეა მისი სარგებლ...
...ა უკუეთუ ესე წარვჰმართოთ, მაშინ მოგუცემს მას უხუებით. რამეთუ ვინ არს უბრწყინვალჱს პავლჱსა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „არა ვეძიებ დიდებასა კაცთასა არცა თქუენგან, არცა სხუათაგან“? ანუ ვინ არს უმდიდრჱს მისა, რომელსა არარაჲ აქუს, და ყოველივე აქუს? რამეთუ, ვითარცა ვთქუ, რაჟამს ვერ გუეუფლებოდიან, მაშინ მონა ჩუენდა იქმნებიან.
და უკუეთუ გუსურის დიდებისათჳს, ვივლტოდით დიდებისაგან, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ შჯულსა ღმრთისასა აღსრულებად, და მივემ-თხჳნეთ აქაცა და მას საუკუნესა დიდებასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.