მოციქულისაჲ ხოლო მო-რაჲ-ვედ ტროადად სახარებითა ქრისტესითა და კარი განმეღო მე უფლისა მიერ (2,12).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ლიტონად მისრულ ვიყავ ტროადად, არამედ ქადაგებისათჳს ქრისტეს სახარებისა, რომლისა წარმართებასა და შემწყნარებელთა მიმთხუევასა განღებად კარისა უწოდს.
მოციქულისაჲ: არა მაქუნდა ლხინებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაჲ იგი ჩემი (2,13).
თარგმანი: ესრეთ აჩუენებს უმძიმესობასა ძმისა ვერ პოვნისასა, უფროჲს შემთხუევისა განსაცდელთაჲსა, ხოლო იხილე, ვითარ...

