...ჲსა ასოჲთა წერილ არიან. არარაჲ არს სარგებელი, რამეთუ არა თუ ამისთჳს მოგუეცნეს წერილნი, რაჲთა წიგნთა შინა შთავწერნეთ, არამედ რაჲთა გულთა შინა ჩუენთა შთავწერნეთ, ხოლო წიგნთა ოდენ ქონებაჲ შჯულისა ჰურიათაჲსა არს, რამეთუ ჩუენ არა ფიცართა ზედა ქვისათა დასაწერელად მოგუეცა, არამედ ფიცართა ზედა გულისათა.
ხოლო ამასღა ვიტყჳ, არა თუ წიგნთა მოგებად გაყენებ, არამედ უფროჲსად მიხარის ამას ზედა, გარნა გევედრები, რაჲთა მას თანა გონებასაცა შინა შთავწერნეთ ძალნი და სიტყუანი წიგნთანი, რამეთუ უკუეთუ სახლსა, სადა სახარებაჲ იდვას, ვერ შევალს ეშმაკი, არა უფროჲსად სულსა, რომელსა შინა ძალი სიტყუათაჲ დამკჳდრებულ იყოს, შეეშინოსა შესლვად? და არა ოდენ ეშმაკი, არამედ ყოველივე ბუნებაჲ ცოდვისაჲ. წმიდა-ყავ უკუე სული შენი, წმიდა-ყვენ ჴორცნიცა ამათ საღმრთოთა სიტყუათა გულსა და პირსა შენსა დამკჳდრებითა, რამეთუ უკუეთუ ბოროტთა სიტყუათა მეტყუელებაჲ შემაგინებელ კაცისა არს, სულიერ-თა უკუე სიტყუათა წურთამან და კითხვამან არა განწმიდოსა სულიცა და პირი და დაამკჳდროს მას შინა მადლი სულისა წმიდისაჲ? რამეთუ საღმრთონი წერილნი წამალნი არიან სულისანი, განვკურნნეთ უკუე მათ მიერ სულნი ჩუენნი.
ამათ სიტყუათა მარადის გეტყჳ და თქუმად არა დავსცხრე. რამეთუ ვითარ არა ბოროტ არს,...