მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 3:15

14. არამედ დაბრმეს გონებანი მათნი, რამეთუ ვიდრე დღენდელად დღედმდე იგივე საბურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძარცუელად, რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების.15. არამედ დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს.16. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3
15. არამედ დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს.
თავი დ̂. სულიერისა მის მსახურებისა მისისათჳს სულისა მიერ და დიდებისა, უმაღლესისა უფროჲს შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა მეს (3,15).:

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ცხად ჰყოფს, ვითარმედ არა დაფარულებაჲ და სიღრმე სიტყუათა შჯულისათაჲ ექმნებოდა მიზეზ. ვერ გულისჴმის-ყოფისა, არამედ სიბრმე გონებათა მათთაჲ; ამისთჳს, რაჟამს ვთქუ საკითხავსა ზედა დებაჲ საბურველისაჲ, არა მას მივაჩემე სიღრმე და უცნაურებაჲ, არამედ გულთა მკითხველთა და მსმენელთა მისთასა, რამეთუ საბურველიცა იგი, რომელი დაიბურის მოსე, არა ამისთჳს იყო, რამეთუ იგი მათდა ხედვად ვერ შემძლებელ იყო, არამედ რამეთუ ერი იგი მისდა ხედვად ვერ შემძლებელ იყვნეს. ამით ესევითარითა გულისჴმის-ყოფითა ჯერ-არს არა შჯულისაჲ, არამედ მსმენელთა და მკითხველთა მისთა სიბრმისა და უგულისჴმოებისათჳს ბრალობაჲ. ხოლო მოსედ აწინდელსა ამას ადგილსა მოციქული წიგნსა მას უწოდს მეორისა შჯულისასა, აღწერილსა მოსეს მიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის