მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 3:13

12. ვინაჲთგან უკუე გუაქუს ესევითარი სასოებაჲ, მრავალი გაცხადებულებაჲ ვიჴუმიოთ.13. და არა ვითარ-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი დასასრულსა მას განქარვებისასა.14. არამედ დაბრმეს გონებანი მათნი, რამეთუ ვიდრე დღენდელად დღედმდე იგივე საბურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძარცუელად, რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3
13. და არა ვითარ-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი დასასრულსა მას განქარვებისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და ერი იგი, რომელი წინაუვიდოდა და რომელი უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მა-ღალთა შინა!“ (21,8-9).:

...: „ვითარცა-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი; რამეთუ დაბრმეს გონებანი მათნი, და ვიდრე დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვოდის მოსე, იგივე საბურველი საკითხავსა მას ძუელისა შჯულისასა გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი“, რომელიცა მაშინ უმრავლესმან მან ერმან მოიძარცუა გულთაგან მათთა და დაუფინნეს სულნი თჳსნი სლვად უფლისა მათ ზედა.

აწ უკუე სამოსელნი იგი ერისანი მოასწავებდეს ისრაჱლისაგან უფლისა მოქცეულთა, რომელთა მოიძარცუეს საბურველი იგი უმეცრებისაჲ და იხილეს ნათელი ღმრთისმეცნიერებისაჲ. ამისთჳსცა ძლევისა გალობასა უღაღადებდეს მძლესა მას სიკუდილისასა და რტოებითა ფინიკთაჲთა მიეგებვოდეს, ანუ თუ ზეთისხილთაჲთა, რამეთუ წესი იყო, მოვიდოდიან რაჲ ძლევისაგან, ესევითარითა სახითა მიგებებად.

და ნანდჳლვე იგი იყო ჭეშმარიტად მძლე სიკუდილისაჲ, რამეთუ მა-შინ ახლად შუანი სიკუდილისანი შეემუსრნეს და ლაზარესდა საფლავით ეწოდა, ვითარცა იოვანე ღმრთისმეტყუელი გუასწავებს, და შევიდოდა იერუსალჱმდ ვნებად ჩუენთჳს, რაჲთა ჯუარ-ცუმითა თჳსითა ვნებანი ჩუენნი განაქარვნეს. და იხილე, ვითარ საქმე ესე დაურჩომელად წინაჲსწარმეტყუელთა პირველვე ქადაგეს, ზაქარია და დავით; იგი იტყოდა: „არქუთ ა...

სრულად ნახვა