მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 3:1

1. კუალად ვიწყებთ თავთა თჳსთა წამებად. ანუ გჳჴმს-მე რაჲ, ვითარ-იგი ვიეთმე საწამებელი წიგნი აქუს თქუენდა მიმართ ანუ თუ თქუენგან ეგრეთვე საწამებელი?2. ანუ არა წიგნ ჩუენდა თქუენ ხართა უფლისა მიერ, დაწერილ გულთა შინა ჩუენთა, უწყებულ და აღმოკითხულ ყოველთა მიერ კაცთა?
2 კორინთელთა მიმართ თავი 3
1. კუალად ვიწყებთ თავთა თჳსთა წამებად. ანუ გჳჴმს-მე რაჲ, ვითარ-იგი ვიეთმე საწამებელი წიგნი აქუს თქუენდა მიმართ ანუ თუ თქუენგან ეგრეთვე საწამებელი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (17,24).:

...ებაჲ, არამედ მარადის აქუნდა მას არსისა მისგან. ხოლო არა თქუა: რაჲთა აქუნდეს დიდებაჲ ჩემი, არამედ: „რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა“. რამეთუ ყოველივე განსუენებაჲ ესე არს, რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ძისა ღმრთისასა, ვითარცა მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „განცხადებულითა პირითა დიდებასა ღმრთისასა ვხედვიდეთ“. ვითარცა რომელნი მზესა ჰხედვიდეს, ხედვითა მით მიიღებენ ნათელსა, ეგრეთვე და ფრიად უზეშთაეს იყოს მაშინ იგი ნათელი. და ერთად ამისთჳსცა თქუა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა იგი არს ბუნებაჲ მისისა ღმრთეებისაჲ, რომელსა ჰხედვენ, არამედ იგი შესაწყნარებელი რაჲმე არსებაჲ არს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო მართალო, და სოფელმან არა გიცნა“ (17,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე სიტყუაჲ? რამეთუ გამოაჩინებს აქა, ვი-თარმედ არავის უცნობიეს მამაჲ, გარნა მათ ოდენ, რომელთა ძჱ ოდენ იციან. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: მენება, რაჲთამცა ყოველთა გიცოდეს, არამედ არა გიცნეს ესრეთ უმიზეზოდ. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მამაო მართალო“, რამეთუ მართალი ხარო ჭეშმარიტად, და არავის რაჲ აქუს მიზეზი შენთჳს, და არა გიცნესო, არამედ ამას ადგილსა, ვჰგონებ, თუ მწუხარებით თქუა, რომელ ესრეთ სახიერი და მართალი არა იცნეს. რამეთუ ვინაჲთგან ჰურიანი იტყოდეს, ვითა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:

...(რომ. 1,17) და არს ძეობაჲ და ძეობაჲ, რამეთუ იტყჳს: „რომელთა-იგი არს ძეობაჲ და შვილებაჲ“. და არს დიდებაჲ და დიდებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ განქარვებადი იგი დიდებისა მიერ არს, არა უფროჲსად ჭეშმარიტი იგი დიდებული იყოსა?“ და არს შჯული და შჯული, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „შჯულმან მან სულისა ცხორებისამან განმათავისუფლა მე“. და არს მსახურებაჲ და მსახურებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სულითა ღმრთისაჲთა ჰმსახურებდით“. და არს აღთქუმაჲ და აღთქუმაჲ, რამეთუ იტყჳს: „და აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, არა ვითარ-იგი აღუთქუ მამათა თქუენთა“. და სიწმიდე და სიწმიდე, და ნათლის-ღებაჲ და ნათლის-ღებაჲ, და მსხუერპლი და მსხუერპლი, და ტაძარი და ტაძარი, და წინადაცუეთაჲ და წინადაცუეთაჲ, ეგრეთვე მადლი და მადლი, არამედ იგინი სახენი იყვნეს და აჩრდილნი.

ხოლო ესე ყოველივე ჭეშმარიტება არს, და სახელითა ოდენ და არა საქმითა ჰგვანან მათ. და სახეთაცა ზედა და აჩრდილთადა რომელი სპეტაკისა წამლისა მიერ გამოიწეროს, გინა თუ შავისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და ერი იგი, რომელი წინაუვიდოდა და რომელი უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მა-ღალთა შინა!“ (21,8-9).:

...: „ვითარცა-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი; რამეთუ დაბრმეს გონებანი მათნი, და ვიდრე დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვოდის მოსე, იგივე საბურველი საკითხავსა მას ძუელისა შჯულისასა გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი“, რომელიცა მაშინ უმრავლესმან მან ერმან მოიძარცუა გულთაგან მათთა და დაუფინნეს სულნი თჳსნი სლვად უფლისა მათ ზედა.

აწ უკუე სამოსელნი იგი ერისანი მოასწავებდეს ისრაჱლისაგან უფლისა მოქცეულთა, რომელთა მოიძარცუეს საბურველი იგი უმეცრებისაჲ და იხილეს ნათელი ღმრთისმეცნიერებისაჲ. ამისთჳსცა ძლევისა გალობასა უღაღადებდეს მძლესა მას სიკუდილისასა და რტოებითა ფინიკთაჲთა მიეგებვოდეს, ანუ თუ ზეთისხილთაჲთა, რამეთუ წესი იყო, მოვიდოდიან რაჲ ძლევისაგან, ესევითარითა სახითა მიგებებად.

და ნანდჳლვე იგი იყო ჭეშმარიტად მძლე სიკუდილისაჲ, რამეთუ მა-შინ ახლად შუანი სიკუდილისანი შეემუსრნეს და ლაზარესდა საფლავით ეწოდა, ვითარცა იოვანე ღმრთისმეტყუელი გუასწავებს, და შევიდოდა იერუსალჱმდ ვნებად ჩუენთჳს, რაჲთა ჯუარ-ცუმითა თჳსითა ვნებანი ჩუენნი განაქარვნეს. და იხილე, ვითარ საქმე ესე დაურჩომელად წინაჲსწარმეტყუელთა პირველვე ქადაგეს, ზაქარია და დავით; იგი იტყოდა: „არქუთ ა...

სრულად ნახვა