თარგმანი: უსაკუთრეს "განცხადებულისა" არს განღებულითა პირითა. ესე იგი არს, ვითარმედ: მორწმუნეთა ქრისტესთა არცა ერთი რაჲ საბურველი უჴმს, არამედ განღებულითა და არა მსგავსად ისრაიტელთა დაბურვილითა პირითა განვიცდით დიდებასა ღმრთისასა.
2 კორინთელთა მიმართ 3:18
პავლესი: წიგნ ჩუენდა თქუენ ხართ (3,2).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ უკუეთუმცა სხუათა ვიეთმე ვასწავლიდით, თქუენმცა მიგავლინენით, ესრეთ სარწმუნოდ გუყავთ.
პავლესი: არა თუ წიგნითა, არამედ სულითა (3,6).
თარგმანი: წიგნად მოსეს რჩულსა იტყჳს, რომელი ცოდვილთა მოჰკლავნ, ხოლო სულად მადლსა მას ნათლისღებისასა იტყჳს, რომელი-იგი ცოდვისა მიერ მომკუდართა განაცოცხლებს.
პავლესი: უკუეთუ მსასურებაჲ იგი სიკუდილისაჲ (3,7).
თარგმანი: მსახურებად სიკუდილისა — ძუელსა მას რჩულსა იტყჳს, რამეთუ მსახურებდა სიკუდილად. არა თუ შობდა სიკუდილსა, რამეთუ სიკუდილისა მშობელი ცოდვაჲ იყო, ხოლო იგი მსახურებდა სიკუდილად, რამეთუ მოჰკლვიდა ცოდვილთა, რაჲთამცა ესრეთ დააყენნა კაცნი ცოდვისაგან.
პავლესი: არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა (3,10).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ძე ღმრთისა ბუნებით დიდებულ არს და არა ეჴმარების სხუაჲ რაჲმე დიდებაჲ.
მოციქულისაჲ: მაქუს ჩუენ ესევითარი სასოებაჲ (3,12).
თარგმანი: ვითარი სასოებაჲ? — ესევითარიო, ვითარმედ უაღრეს მოსესა საქმესა ღირს ვიქმნენით.
##...
...როცა იგი ქრისტეს სხეულს ეკუთვნის, როცა ქრისტეს ძმა, თანამემკვიდრე და მისი სხეულის თანასახოვანი ხდება, და როცა მოსეზე უფრო დიდ დიდებას იღებს. ეს პავლემ ცხადყო, როცა გვიჩვენა: არა ისე, თითქოს მოსეს მსგავსად საფარველს ვიდებდეთ, არამედ „ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით“ (). ამიტომაც ამბობს: „და რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს დიდებისა“ (). ამგვარად, წინასწარმეტყველი სწორედ ამ დიდებას გულისხმობს აღმყვანებელი, სულიერი მნიშვნელობით. რადგან რა შეიძლება გაუტოლდეს ამას, როცა ანგელოზებთან ერთად ვლხენთ, როცა შვილებად მიღებულნი ვხდებით, როცა ჩვენთვის თვით მხოლოდშობილსაც კი არ იშურებს? რომელ პორფირსა თუ რომელ გვირგვინზე არ არის ეს უფრო ბრწყინვალე, როცა სიკვდილს დავცინით, როცა ჩვენ, უწინ უპატიონი, უდიდებონი და საძაგელნი, უსხეულო ძალთა უვნებობისკენ გადავიყვანებით? ადამმა არც რაიმე ბოროტი და არც რაიმე კეთილი საქმე აღასრულა, და შე...
...ებაჲ, არამედ მარადის აქუნდა მას არსისა მისგან. ხოლო არა თქუა: რაჲთა აქუნდეს დიდებაჲ ჩემი, არამედ: „რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა“. რამეთუ ყოველივე განსუენებაჲ ესე არს, რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ძისა ღმრთისასა, ვითარცა მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „განცხადებულითა პირითა დიდებასა ღმრთისასა ვხედვიდეთ“. ვითარცა რომელნი მზესა ჰხედვიდეს, ხედვითა მით მიიღებენ ნათელსა, ეგრეთვე და ფრიად უზეშთაეს იყოს მაშინ იგი ნათელი. და ერთად ამისთჳსცა თქუა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა იგი არს ბუნებაჲ მისისა ღმრთეებისაჲ, რომელსა ჰხედვენ, არამედ იგი შესაწყნარებელი რაჲმე არსებაჲ არს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო მართალო, და სოფელმან არა გიცნა“ (17,25).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე სიტყუაჲ? რამეთუ გამოაჩინებს აქა, ვი-თარმედ არავის უცნობიეს მამაჲ, გარნა მათ ოდენ, რომელთა ძჱ ოდენ იციან. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: მენება, რაჲთამცა ყოველთა გიცოდეს, არამედ არა გიცნეს ესრეთ უმიზეზოდ. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მამაო მართალო“, რამეთუ მართალი ხარო ჭეშმარიტად, და არავის რაჲ აქუს მიზეზი შენთჳს, და არა გიცნესო, არამედ ამას ადგილსა, ვჰგონებ, თუ მწუხარებით თქუა, რომელ ესრეთ სახიერი და მართალი არა იცნეს. რამეთუ ვინაჲთგან ჰურიანი იტყოდეს, ვითა...