მოციქულისაჲ: აწ უკუე, საყუარელნო ჩემნო, ივლტოდეთ კერპთმსახურებისაგან (10,14).
თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად რაჲმე განაგრძო მხილებაჲ მათი, აწ სიტკბოებით ეზრახების და საყუარელად თჳსსა უწოდს მათ. ხოლო შენ იხილე, ვითარ არა ხოლო ვითარცა დამაბრკოლებელობისათჳს უძლურთა მათ ძმათაჲსა, არამედ, ვითარცა განცხადებულისა კერპთმსახურებისაგან, განაყენებს მათ ჭამისაგან ნაზორევთაჲსა.
მოციქულისაჲ: ვითარცა ბრძენთა გეტყჳ თქუენ; გან-ღა-იკითხეთ, რომელსა-ესე გეტყჳ თქუენ (10,15).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო...
