მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:9

8. რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან;9. და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს.10. ამისთჳს ჯერ-არს დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა თჳსსა ზედა ანგელოზთათჳს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
9. და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. „ძუალი ძუალთა ჩემთაგანი" და წინასწარმეტყველება (2:22-23):

...ენლობა წარმოექმნა, ამდენი გრძნობის ორგანო მოეწყო და სრული, სრულყოფილი და მთლიანი არსება შეექმნა, რომელსაც შეეძლო საუბარიც და, ბუნების ერთიანობით, ქმარს დიდი ნუგეში მიეცა! ხომ მისი ნუგეშისთვის შეიქმნა ეს არსება. ამიტომაც პავლე ამბობს: „არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს" (). ხედავ, როგორ ყოველივე მისთვის შეიქმნა? უკვე შექმნილი იყო (მთელი) ქმნილება, უკვე გამოჩნდნენ უტყვ ცხოველნი, საკვებისთვის ვარგისნი და ადამიანის სამსახურისთვის შემძლებელნი; მაგრამ პირველქმნილს არ ჰყავდა, ვისთანაც ესაუბრა და ვინც, ბუნების ერთიანობით, დიდ ნუგეშს მისცემდა. ამიტომ (ღმერთი) მისი ნეკნისგან ქმნის ამ გონიერ არსებას და თავისი დიდი სიბრძნით სრულყოფილს ხდის, ყოველმხრივ ქმრის მსგავსს, ესე იგი, გონიერს, შემძლებელს, ცხოვრების აუცილებელ საჭიროებებსა და გარემოებებში მისთვის შემწეობის გასაწევად. ასე ყოველივე ღმერთმა ბრძნულად და ოსტატურად მოაწყო. თუ ჩვენ, გონების სისუსტით, საგანთა შექმნის წესის გაგება არ შეგვიძლია, მაინც გვწამს, რომ ყოველივე შემოქმედის ნებას ემორჩილება და რასაც ის ბრძანებს, ის აღესრულება. „და აღუშენა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა", რითაც ჩვენებს,...

სრულად ნახვა