მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:29

28. გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ.29. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი.30. ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
29. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მვ ზიარებისათჳს:

...რაოდენ ესე დიდ არს და საკჳრველ, ეგრეთვე უკუეთუ სიწმიდით მოუჴდე მას, ცხორებად თავისა შენისა მისრულ ხარ; უკუეთუ კულა ბოროტითა გონებითა და შეგინებულითა მოუჴდე, დასაშჯელად და წარსაწყმედელად თავისა შენისა მიიღებ, „რამეთუ რომელი ჭამდეს და სუმიდეს უღირსებით, იგი დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს მას“. რამეთუ უკუეთუ რომელთა შეაგინონ და დააბაყლონ პორფირი იგი სამეუფოჲ, მსგავსად მათსა, რომელთა დახიონ, დაიტანჯნენ, ესეცა არა სადამე უჯერო არს, ვითარმედ რომელთა არაწმიდითა გონებითა მიიღონ ჴორცი და სისხლი ქრისტესი, დაისაჯებიან მსგავსადვე მათსა, რომელთა დაჰმშჭუალეს იგი ძელსა ზედა.

იხილე უკუე, ვითარ საშინელად გამოაჩინა პავლე საშჯელი იგი უღირსთაჲ და თქუა, ვითარმედ: „შეურაცხ-თუ-ყოს ვინმე შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორთა ანუ სამთა მოწამეთა ზე, მოკუდების. ხოლო რაოდენ უფროჲსისა საშჯელისა ჰგონებთ ღირს-ყოფად, რომელმან ძჱ ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ ლიტონად შეჰრაცხოს, რომლისა მიერ წმიდა იქმნა?“1

ამისთჳს უკუე ვეკრძალნეთ თავთა ჩუენთა, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რომელთადა მოცემულ არიან ესევითარნი ესე კეთილნი, და რაჟამს გუენებოს ბოროტისა რაჲსამე თქუმად, ანუ აღვიტაცებოდით გულისწყრომად და რისხვად, ანუ სხუად რადმე ვნებად,...

სრულად ნახვა