თარგმანი: არარაჲ არს ესრეთ შემძლებელი მობაძავ ყოფად ქრისტესა, ვითარცა ყოვლითურთ აღშენებისა და სარგებელ ყოფისა ძმათაჲსა მოქმედებაჲ. რამეთუ მოციქული ამით იტყჳს თავსა თჳსსა მობაძავ ქმნილად ქრისტესა, რაჟამს თჳსსა ცხოვნებასა ყოვლისა ნათესავისა ჰურიათაჲსა ცხოვნებაჲ აღირჩია.
1 კორინთელთა მიმართ 11:1
...ედაკაცი მამაკაცისათჳს"** (). ასეა, იტყვი; მაგრამ ეს სიტყვები აჩვენებს, რომ ცოლი ქმრისგან წარმოიშვა. მოითმინე, და მომდევნოდან ჭეშმარიტ სწავლებას დაინახავ. მოციქული ამბობს: „ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა" (), რითაც გვასწავლის, რომ (პირველი ცოლის შექმნის) შემდეგ კაცისა და ცოლის შობა ორივეს თანამონაწილეობით ხდება. ამიტომაც ადამმა თქვა: „აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი".
4. ქორწინების წინასწარმეტყველება და ღვთის სიყვარული (2:23-25)
შემდეგ, რათა ადამის წინასწარმეტყველების ზედმიწევნითობაში დარწმუნდე — იმაში, რომ მის მიერ ნათქვამი დღემდე სრულდება და (სამყაროს) დასასრულამდეც აღსრულდება, — ისმინე, რა მოსდევს. „ამას, — ამბობს, — ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც" (). ხედავ, როგორ (ადამმა) ყოველივე გვიხსნა, თავისი წინასწარმეტყველური სულით ყოველ გარემოებას ზუსტად ამხელს. **„ამას, — ამბობს, — ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამო...
...უვათა, ყურიმლის-ცემისა და ჴურთით ცემისაჲ. ამის ყოვლისა ჴსენებაჲ იყავნ ჩუენდა წამალ გინებათა თავს-დებისა, და მაგინებელთა მიმართ ურისხველობისა, რაჲთა ესრეთ მივემსგავსნეთ მეუფესა ჩუენსა და ქადაგთა სახარებისა მისისათა — წმიდათა მოციქულთა, რომელთაგანი პავლე ჴმობს: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა" (). მისსა დიდებაჲ აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.
ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი და ეტყოდა მათ (2.14).
თარგმანი: რომელი პირველ ჯუარ-ცუმისა ვერცაღა თუ მჴევალსა ერთსა სიტყჳს-მგებელ ექმნა, აწ, შემდგომად სულისა წმიდისა მიღებისა, იხილე თუ რასა ჰყოფს. რამეთუ ათასეულთა მათ მიმართ მოკიცხართაჲსა, რომელნი იტყოდეს მათთჳს ტკბილთაგან სავსეობასა, კადნიერად წინა-განეწყობვის, ვითარ-ესე გესმის უსაკუთრესად: ხოლო პეტრე დადგა ათერთმეტთა თანა. ესე იგი არს, რამეთუ ზოგად ათორმეტნივე აღდგეს, რაჲთა ცხად ყონ, ვითარმედ ერთ-ჴმა არიან სიტყუათა მათ ზედა, რომელთა იტყჳს პეტრე, დაღაცათუ მას იჴუმევენ ყოველნი ენად და პირად, ვითარცა თავსა მოციქულთასა, რომლისაჲ საკჳრველ არს, ვითარ ჴმითა მაღლითა და ბრწყინვალითა იწყებს სიტყუად მეთევზური და უსწავლელი. რამეთუ, დაღაცათუმცა მორჩილთა მიმართ მოწაფეთა იტყოდა, ჯერეთ მაშინ საკჳრველ ა...
...ასწაულისა მის პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი, ამას სოფელსა მყოფნი, და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (13,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მსგავს ჩემდა იქმნენითო“, - იტყჳს პავლე, - „ვი-თარცა-ესე მე - ქრისტჱსა“, რამეთუ ამისთჳს ჴორცნი შეიმოსნა და ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, რაჲთა მის მიერ გუასწავოს ჩუენ სათნოებაჲ; რამეთუ იტყჳს წერილი, ვითარმედ: „მსგავსებითა ჴორცთა ამათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ ჴორცითა“; და თავადი იტყჳს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“, და ესე ყოველი არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა ასწავა. რამეთუ „სამარიტელით“ და „მაცთურით“ ჰხადოდეს მას ჰურიანი და ქვასა დაჰკრებდეს, და ოდესმე მსახურთა წარავლენდიან ფარისეველნი მოკლვად მისა, და ოდესმე ეძიებდიან ღონესა შეპყრობად, და თჳთ აგინებდიან მრავალგზის, და ამას ყოველსა უმიზეზოდ, რომელნი ვერცა ერთსა ბრალსა შემძლებელ იყვნეს პოვნად, არამედ ნაცვალად კეთილთა მათ მრავალთა, და ამას ყოველსა ზედა არავე დასცხრებოდა კეთილის-ყოფად მათდა სიტყჳთ და საქმითცა. და რაჟამს-იგი მონა...
...შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“. ამათ სიტყუათაგან საცნაურ არს, ვითარმედ ანგელოზნი არიან თი-თოეულისა წმიდათაგანისათჳს განწესებულ და უფროჲსღა ყოველთათჳს მორწმუნეთა. რამეთუ მოციქული იტყჳს დედაკაცისათჳს: „ჯერ-არსო დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა ზედა ანგელოზთათჳს“; და მოსე იტყჳს: „დაამტკიცნა საზღვარნი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა“. ხოლო აქა არა ანგელოზთა ოდენ იტყჳს, არამედ ანგელოზთა დიდთა; რამეთუ ოდეს თქუას, თუ: „ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა“, არა თუ სხუასა რასმე მოასწავებს ამით სიტყჳთა, არამედ უმეტესსა კადნიერებასა და ფრიადსა პატივსა მათ ანგელოზთასა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად წარწყმედულისა“ (18,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სხუასა პირსა შემოიღებს გამოჩინებად და სწავლად, ვითარმედ არავისი ჯერ-არს უგულებელს-ყოფაჲ. რამეთუ ზემო თქუა: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“. ამით სიტყჳთა გამოაჩინა, თუ რაოდენი თანაგუაც პატივი და არზანიგი მოშიშთა ღმრთისათაჲ, ხოლო აწ კუალად...