თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო განვიკითხვოდით რაჲ, უფლისა მიერ განვისწავლებით. ესე იგი არს, ვითარმედ, დაღაცათუ ჩუენ ესოდენ სუბუქსა მას არა ვჰყოფთ, რომელ არს განკითხვაჲ და ბრალობაჲ თავთაჲ, გარნა ღმერთი არცა ეგრეთ უწყალოებით საუკუნოდ გუტანჯავს, არამედ აქა განგუსწავლის, რაჲთა მუნ შეგჳწყალნეს, რამეთუ ჭეშმარიტ ტანჯვა საუკუნოჲ ოდენ არს; ხოლო საწუთროსა ამას რაოდენიცა რაჲ განგებულებით ღმრთისა მიერ შეგუემთხჳოს ძჳრი, ყოველივე სასწავლელ და საუკუნოჲსა ტანჯვისაგან მჴსნელ არს, რომელი-იგი შეემთხუევის აწ "სოფლად" სახელდებულთა — ურწმუნოებასა და ცოდვასა შინა აღსრულებულთა.
1 კორინთელთა მიმართ 11:32
...). „რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“ (). „ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ“ (). და მდიდარს აბრაამი ეუბნებოდა: „მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები“ (). დავითიც, როდესაც სემეიმ დაწყევლა, ამბობდა: „მიუშვი იგი, მწყევლოს, რადგან უფალმა უბრძანა მას, რათა უფალმა იხილოს ჩემი დამდაბლება“ ()3. და ყველგან საღვთო წერილში ვპოვებთ, რომ მათ, ვინც ჭირს მადლობით იტანენ, არა მხოლოდ მრავალი ცოდვა ეხსნებათ, არამედ აქედან ღმრთის წინაშე არც მცირე კადნიერებას მოიპოვებენ.
**„მო-რა-აკლდ...
...წარე ანგარიშს აღარ მისცემს. რადგან, ამბობს, „რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“ (); „ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ“ (). მაშ, რათა არ განვისაჯოთ, ასე ვიმოქმედოთ.
„შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა“ (). ხედავ საუკეთესო რჩევის თანამიმდევრობას? ხედავ სრულყოფილ შეგონებას? რადგან, მას შემდეგ, რაც ცოდვების გამო გულისშემუსვრილნი გახადა, იმავე საქმეების კვლავ წამოწყების მიმართ უფრო დუნენი გახადა, მიუკერძოებელი სამსჯავრო აღადგინა და განვლილი ცხოვრების ანგარიში მოითხოვა, ასე მიჰყავს სათნოების საქმეში. რადგან მხოლოდ ბოროტთაგან თავის შეკავება არ კმარა, არამედ კეთილის ქმნაც უნდა დაერთოს. ამიტომაც, შემდგომაც შეაგონებს და ამბობს: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ (...