...სცნათ, ვითარმედ დიდ არს საიდუმლოჲ ვნებისა და ჯუარ-ცუმისა ჩემისაჲ და ნუგეშინისცემულ იყვნეთ. და ვითარცა მოსე თქუა, ვითარმედ: „ესე საჴსენებელად იყავნ საუკუნოდ თქუენდა“, ეგრეთვე მე გეტყჳ: „ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა, ვიდრემდის მოვიდე“.
ამისთჳსცა ეტყოდა: „გულისსიტყჳთ გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა“, ესე იგი არს, მოცემად თქუენდა წესი ახალთა ამათ საიდუმლოთა და პასექისა ამის სულიერისა.
საცნაურ არს უკუე, ვითარმედ სასუმელი იგი პირველად თავადმან მიიღო, რაჲთა არა შეშფოთნენ იგინი და თქუან, თუ: რაჲ არს ესე, ჴორცსა ვჭამდეთა და სისხლსა ვსუმიდეთა? რამეთუ პირველცა ჰრქუეს, ვითარმედ: „ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე“. ამისთჳს პირველად თავადმან მიიღო, რაჲთა გულსმოდგინედ მიიღონ ზიარებაჲ საიდუმლოთაჲ, და დასცხრეს ძუელი იგი წესი.
რამეთუ ამისთჳს ჰრქუა: „ამას ჰყოფდით“, რაჲთა იგი განაქარვოს; და მწვალებელთა პირი დაუყო. რამეთუ ოდეს გურქუან ჩუენ, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს, თუ ჯუარს-ეცუა ქრისტჱ? სხუათა მათ ყოველთა სიტყუათა თანა, რომელთა ვეტყოდით, ამასცა წინაუყოფთ, ვითარმედ: უკუეთუ არ...