მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:31

30. ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი.31. რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით.32. ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
31. რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით.
თავი ზ̂. ზიარებისათჳს ღმრთივშუენიერისა და აღმავსებელისა მადლითა საღმრთოჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხვედით, არამცა განვიკითხენით (11,31).:

თარგმანი: არა იტყჳს, ვითარმედ: "ვსტანჯევდით თუმცა თავთა თჳსთა", არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: ესე ოდენ კმა არს ჩუენდა აქაცა და მუნცა განმათავისუფლებელად ტანჯვისაგან, უკუეთუმცა განვიკითხენით თავნი თჳსნი და დავასაჯეთ მათ ცოდვილ და უღირს ყოფაჲ.

ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. ბოროტთა წარწყმედა და მართალთა ძლევა:

...სდევს.

9. ბოროტთა წარწყმედა და მართალთა ძლევა

რადგან როგორც ისინი, ვინც საკუთარ თავს განიკითხავენ იმაში, რაშიც სცოდავენ, წინასწარ იცილებენ ღმრთისგან მომავალ განაჩენს, როგორც პავლემაც თქვა: „რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით.“ (), ასევე ისინი, ვინც მოუნანიებლად სნეულობენ და სცოდავენ, მაგრამ საკუთარ თავს არ კიცხავენ იმის გამო, რაშიც შეცდნენ, დიდი სიმძაფრით მოიზიდავენ საკუთარ თავზე ღმრთისგან სასჯელს. რაკი ესენიც ან სხვისას იტაცებენ, ან საკუთარს ამაოდ და უმიზნოდ ხარჯავენ — იმას, რაც ღარიბებისთვის უნდა დაეხარჯათ, სამარხებზე, ჭიებსა და ჩრჩილებზე ხარჯავენ — მომხდარზე კი არ ინანიებენ, არამედ უკურნებელ სნეულებაში რჩებიან, მოისმინე, ამის შემდეგ რა ხდება. მაშ, რა ხდება? ღმრთისგან მომავალ სასჯელს მიეცემიან; ამიტომაც დაურთო: „ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნენ და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ;“ (). აქ ცხვრების სახელით სიმშვიდეს კი არ აღნიშნავს — რადგან რა შეიძლება იყოს მათზე უფრო ველური, ვინც ღარიბთა შიშველ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 141-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მხურვალე ლოცვა და ჭირის სარგებელი:

...და როდესაც კორინთელებს სწერდა, ამბობდა: „ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი“ (). „რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“ (). „ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ“ (). და მდიდარს აბრაამი ეუბნებოდა: „მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები“ (). დავითიც, როდესაც სემეიმ დაწყევლა, ამბობდა: „მიუშვი იგი, მწყევლოს, რადგან უფალმა უბრძანა მას, რათა უფალმა იხილოს ჩემი დამდაბლება“ ()3. და ყველგან საღვთო წერილში ვპოვებ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8. სინდისის სამსჯავრო და სიმართლის მსხვერპლი:

...მაშ, ნუ უგულებელვყოფთ ასეთ დიდ სიკეთეს. რადგან ვინც აქ დაადგენს ამ სამსჯავროს, იქ მწარე ანგარიშს აღარ მისცემს. რადგან, ამბობს, „რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“ (); „ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ“ (). მაშ, რათა არ განვისაჯოთ, ასე ვიმოქმედოთ.

„შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა“ (). ხედავ საუკეთესო რჩევის თანამიმდევრობას? ხედავ სრულყოფილ შეგონებას? რადგან, მას შემდეგ, რაც ცოდვების გამო გულისშემუსვრილნი გახადა, იმავე საქმეების კვლავ წამოწყების მიმართ უფრო დუნენი გახადა, მიუკერძოებელი სამსჯავრო აღადგინა და განვლილი ცხოვრების ანგარიში მოითხოვა, ასე მიჰყავს სათნოების საქმეში. რადგან მხოლოდ ბოროტთაგან თავის შეკავება არ კმარა, არამედ კე...

სრულად ნახვა
საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. სულიერი მსხვერპლი და ფხიზლად ყოფნა ეშმაკის წინააღმდეგ:

...რედაც კი არ დავტოვოთ ყურადღების გარეშე ის ცოდვები, რომლებიც წვრილმანებად მიგვაჩნია, არამედ ყოველდღე თავის თავს მოვთხოვოთ ანგარიში — სიტყვებშიც, მზერაშიც — და სასჯელი დავისახოთ, რომ მომავალ საუკუნეში სასჯელი ავირიდოთ. ამიტომ პავლეც ამბობს: „უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით" (), — ასე რომ, თუ აქ თავს ყოველდღიურ შეცოდებებში ვსჯით, მომავალი სამსჯავროს სიმკაცრისგან განვთავისუფლდებით. თუ კი ამას უგულებელვყოფთ, „განვიკითხენით, — ამბობს პავლე, — უფლისა მიერ ვისწავლებით". მაშ, წინასწარ თავს ვისაჯოთ სრული გულახდილობით, შევიდეთ სინდისის სამსჯავროში, სადაც ჩვენ არავინ გვხედავს; ასე გამოვსინჯოთ ჩვენი ზრახვები და თავის თავზე მართალი განაჩენი გამოვიტანოთ, რათა ჩვენმა გონებამ, მომავალი სამსჯავროს შიშით, გატაცებისგან თავი შეიკავოს, საკუთარი მისწრაფებები ალაგმოს და, იმ დაუძინებელ თვალს რომ წარმოიდგინოს, ეშმაკისთვის შესასვლელი გზა ჩაკეტოს. რომ ჩვენი საკუთარი დაუდევრობისგან ვიტანჯებით, ეს აშკარად გამოცდილება გვიჩვენებს. ოდნავ მოვისურვოთ სულით გამოფხიზლება, მის ყველა მზაკვრობას, როგორც მტვერს, ჩამოვიფერთხებდით; ასე, როცა ცოდვაში ვვარდებით, ეს არა მისი ძალადობის, არამედ ჩვენი საკუთარი დაუდევრობის ბრალია. იგი ჩვენ ძა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ:

...ყოველნი მსგავსნი მისნი, არა ცოდვილთა ხედვიდეს, არამედ მართალთა ჰბაძვიდეს. ეგრეთვე შენ იქმოდე, საყუარელო, რამეთუ არა თუ მსაჯულად და განმკითხველად სხუათა დაჯდომილ ხარ გამოძიებად ცოდვათა მათთა, არამედ თავისა თჳსისა განკითხვად განწესებულ ხარ. „უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენითო“, იტყჳს წმიდაჲ მოციქული. ხოლო აწ ჩუენ წესი ესე შეგჳცვალებიეს და თავთა თჳსთა არცა დიდთა, არცა მცირეთა ცთომა-თათჳს მოვჰჴდით ბრალსა და სხუათასა დიდითა გამოწულილვითა გამოვე-ძიებთ. გარნა აწ დაუტეოთ უწესოჲ ესე წესი და ცოდვათა ჩუენთა სამსჯავროჲ განვაწესოთ ჩუენ შორის და თჳთ ვიქმნეთ მსაჯულ და შემასმენელ და მტანჯველ თავთა თჳსთა, რაჲთა მუნ არა დავისაჯნეთ, არცა ვიტანჯნეთ. ხოლო სხუათასა ნუ ცთომათა გამოვეძიებთ, არამედ სიმართლეთა, რაჲთა ჴსენებითა თჳსთა ცოდვათაჲთა და ბაძვითა სხუათა სათნოებისაჲთა დღი-თი-დღე ვაბრალებდეთ თავთა თჳსთა და წარვემატებოდით სიმდაბლესა შინა, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მბ რაჲთა ვიღუაწოთ არა ვნებად, არცა ძჳრის-ზრახვად მოყუასთა, არამედ თავთა თჳსთა განვიკითხვიდეთ:

...ღითი-დღე.

უკუეთუ შენცა ეგრეთ იქმოდი და მცირეთაცა ცთომათათჳს სულსა შენსა ბრალსა მოჰჴდიდე, დიდთა ყოვლადვე არა მიეახლო, არამედ რომელნი გექმნენ ცოდვანი, იგინიცა შეინანნე და კადნიერებით წარსდგე წინაშე საყდარსა ქრისტესსა. ამისთჳს იტყოდა პავლე: „უკუეთუმცა თავ-თა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“. ეგრეთ წმიდაჰყოფდა იობ შვილთა თჳსთა, რამეთუ რომელი უცნაურთა ბრალთათჳს შესაწირავთა შესწირვიდა, საცნაურთათჳს არამცა ძლიერად განიკითხვიდაა?

ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვიქმთ, არამედ და-რაჲ-ვწვით სარეცელთა ზედა, მეყსეულად ანუ არაწმიდათა გულისსიტყუათა ვიწყით წურთად, ანუ ცუდთა და სოფლიოთა საქმეთა ზრუნვად. და საუნჯე თუ მცირედი გუაქუნ, წარმავალი და ამაოჲ, დიდითა კრძალულებითა ვსცვიდით მას მპარავთაგან და ავაზაკთა, ხოლო სულსა ამას ჩუენსა საწყალობელსა, რომელი-იგი მხოლოჲ მოცემულ არს ჩუენდა, და სხუაჲ ნაცვალი მისი არა არს, განვსცემთ ყოველთა მპარავთა და ავაზაკთა წარსატაცებელად, ყოველთა ბოროტთა გულისსიტყუათა ფერჴისსაცემელად; გინა თუ სიძვისაჲ მოვიდეს, გინა თუ ანგაჰრებისაჲ, გინა თუ გემოთმოყუარებისაჲ, ანუ თუ გულისწყრომისაჲ, ანუ შურისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რომელიმე ბოროტთა ვნებათაგანი, მეყსეულად კარსა განუღებთ და შევიწყნარებთ, და მათ თანა იქცევინ და მათ თანა ზრა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მა ჴსენებისათჳს ცოდვათაჲსა და სინანულისათჳს:

...საშინელ არს სამსჯავროჲ იგი, და თანაწარუვალ არს ცოდვილთა ტანჯვაჲ, და მოუთმენელ არს ჭირი იგი. ხოლო უკუეთუ გნებავს, რაჲთა არცა აქა იტანჯო, არცა მუნ, მე გასწაო შენ, ძმაო, ჭეშმარიტად: მოჰჴადე შენვე ბრალი თავსა თჳსსა; ისმინე პავლესი, რასა იტყჳს: „უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“. უკუეთუ ესრეთ იქმოდი, წარემართო გჳრგჳნისაცა ღირს-ყოფად.

ხოლო უკუეთუ მკითხავ, თუ ვითარ მოჰჴადო ბრალი თავსა შენსა, მე გითხრა: იგლოვდი, ტიროდე, სულთ-ითქუემდ მწარედ, დაამდაბლე თავი შენი, აჭირვენ ჴორცნი შენნი, მოიჴსენენ ყოველნი ცოდვანი შენნი, რამეთუ დიდი ტანჯვაჲ არს ესე სულისაჲ. რომელი მოსრულ არს ლმობიერებით და ტკივილითა გულისაჲთა ჴსენებად ცოდვათა თჳსთა, იცის მან, თუ ვითარი ტკივილი აქუს და ჭირი ამას საქმესა; ამისთჳს ესევითარისა მის ჴსენებისა სასყიდელად ღმერთმან განაწესა სიმართლე და იტყჳს: „იტყოდე შენ პირველ ცოდვათა შენთა, რაჲთა განჰმართლდე“.

რამეთუ ჭეშმარიტად დიდი კეთილი არს ლმობიერად და ტკივილითა გულისაჲთა ჴსენებაჲ ცოდვათაჲ; ესევითარსა მას არა შეურაცხიეს თავი თჳსი ყოვლადვე ღირსად ცხორებისა, არამედ მარადის იგლოვნ, ტირნ და გოდებნ. ესრეთ უკუე იქმოდე, ძმაო, ნუ ხოლო სიძვასა და მრუშებას...

სრულად ნახვა