ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი, და შეუდგეს იესუს“ (1,35-37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ კაცთაჲ უდები არს და მოსწრაფე წარწყმედისა მიმართ; არა თუ თჳთ ესრეთ დაბადებულ არს ღმრთისა მიერ, არამედ სიბოროტისათჳს ნებათა ჩუენთაჲსა. ამისთჳს ფრიადი უჴმს სწავლაჲ; რამეთუ ქუეყანამან ერთგზის რაჲ მიიღის თესლი, მეყსეულად გამოიღის ნაყოფი, და არა უჴმნ მეორედ...
