თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად?“ ამისთჳს აქებს მას. და არა უფროჲსად ბრალობაჲ ჯერ-იყოა? არამედ არა, რამეთუ ნათანაელ არა თუ უკეთურებით და ურწმუნოებით თქუა სიტყუაჲ იგი, არამედ ვინაჲთგან შჯულისმეცნიერი იყო და აღმოეკითხა წერილთა შინა, ვითარმედ: „ბეთლემს შობად არს ქრისტე“, და ესმა, ვითარმედ: „ნაზარეთით“, ამისთჳს დაუკჳრდა. არამედ იხილე მისი სიკეთე, რამეთუ არა ჰრქუა ფილიპეს, ვითარმედ: მაცთუნებ და შენ ცთომასა შინა ხარ, არამედ აღდგა და შეუდგა, რაჲთამცა ისწავა ჭეშმარიტი; და რომელ-იგი არა შეიწყნარა ნაზარეთით მოსლვაჲ მისი, ამით წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუასა ზედა მტკიცეობაჲ გამოაჩინა, და რომელ მოვიდა ფილიპეს თანა, ამით კეთილად სურვილი თჳსი გამოაცხადა, რომელ აქუნდა ქრისტეს მოსლვისათჳს, რამეთუ გულისხმა-ყო, ვითარმედ ნუუკუედა ბეთლემს შობილი არს, და ფილიპე არა იცის. ხოლო იხილე, ვითარ სიტყუაჲცა მისი სიბრძნით არს, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: შეუძლებელ არს, თუმცა ნაზარეთით კეთილი რაჲმე იქმნა, არამედ კითხვისსახედ და სიმშჳდით ჰრქუა, ვითარმედ:...
სახარებაჲ იოვანესი 1:46
...ვი-თარცა სიმრავლისა მის უწესოჲსა, რამეთუ არა თუ ისმენდეს კეთილად თქუმულთა მათ, რაჲთამცა ცნეს კეთილად. ამისთჳს უკუე უფალმანცა ამათ არარაჲ მიუგო, დაღაცათუ იტყოდეს, თუ: „ნუუკუე ქრისტე გალილეაჲთ მოვიდესა?“ ხოლო ნათანაელ უფიცხლესად თქუა და უშემაწუხებელჱსად, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად?“ და უფროჲსად აქო მაცხოვარმან, ვითარცა ჭეშმარიტი ისრაიტელი. რამეთუ ამათ ნიკოდემოსსცა ჰრქუეს, ვითარმედ: „გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“. არა თუ სწავლად და ცნობად ჭეშმარიტებისათჳს თქუეს, არამედ რაჲთამცა ოდენ განამტყუვნეს ქრისტესი იგი საქმჱ. ხოლო ნათანაელ ჭეშმარიტებისმოყუარჱ იყო და წერილნი ყოველნივე კეთილად ესწავლნეს და ამისთჳს იტყოდა სიტყუასა მას, და ესენი ოდენ ამისთჳს იყვნეს, რაჲთამცა არავინ ჰგონებდა მისთჳს, თუ ქრისტე არს. ამისთჳსცა არარაჲ გამოუცხადა მათ, რამეთუ იგინი თავისა თჳსისაცა წინააღმდგომსა იტყოდეს, რამეთუ ოდესმე თქჳან, ვითარმედ: „ვიცით, ვინაჲ არს“, და კუალად ოდესმე: „ბეთლემით მოვალსო“. ხოლო საცნაურ არს, ვითარმედ ცნესცა და წინააღუდგეს. რამეთუ აჰა ვთქუათ, თუ ადგილსა უმეცარ იყვნეს ნაზარეთს შინა აღზრდისა მისისათჳს, დაღაცათუ ესეცა შეუძლებელ...
...უეყანისა უნდოჲსაჲ, რომელი არარას კეთილსა გამოიღებდა, რამეთუ გალილეასა შეასმენდეს მწიგნობარნი და იტყოდეს: „იხილეთ, რამეთუ გალილიაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“. და იტყოდა ჭეშმარიტი იგიცა ისრაიტელი, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?“ და ამის ესევითარისა ქუეყანისაჲ იყო ნეტარი ესე, ხოლო მამისა გლახაკისა მეთევზურისაჲ, ტბასა შინა მცირესა იქცეოდეს და კერვიდეს ბადეთა, რომელ ესეცა სიგლახაკისა სასწაული არს; და ესრეთ მიუწოდა მას ქრისტემან ძმასა მისსა თანა. ხოლო სწავლისათჳს რადღა საჴმარ არს თქუმად? რამეთუ თჳთ ამას ჴელოვნებასა მეთევზურობისასა ფრიადი უსწავლელობაჲ შეუდგს, რამეთუ რომელი-იგი მარადის მეთევზურობასა შინა იყო, ოდესმცა ესწავა წერილისაჲ რაჲმე? და ესრეთ ამან მეთევზურმან, რომელი ტბათა შინა იქცეოდა და თევზთა თანა; ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსა მოსრულ იყო მამისა გლახაკისა ძჱ და გლახაკი ფრიად და უსწავლელი სრულიად, რომელსა არცა პირველ ესწავა წერილისაჲ, არცა უკუანაჲსკნელ ისწავა, ვინაჲთგან შეუდგა ქრისტესა.
ვიხილოთ, თუ რასა იტყჳს, ანუ რომელთა საქმეთათჳს? ნუუკუე უნდოსა რასმე იტყჳსა და მეთევზურობისათჳს და საქმეთა სოფლისათა, რამეთუ ესე არიან სიტყუანი მეთევზურთანი? გარნა ამან არცა...
...მუნ იშვა ქალწულისაგან, და ნაზარეთს აღიზარდა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველივე წინაწარმეტყუელთა მიერ პირველვე აუწყა ღმერთმან სოფელსა. და ამისთჳსცა ზრდილობაჲ იგი ნაზარეთისაჲ უფროჲსად გამოძიებად აღადგენდა ერსა მისთჳს, ვითარცა-იგი ნათანაელ ამის გამოძიებად მოვიდა და ჰრქუა: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილი რაჲმე ყოფად?“ რამეთუ შეურაცხი იყო სოფელი იგი და ყოველი იგი კერძო გალილეაჲსი. ამისთჳსცა იტყოდეს ფარისეველნი: „გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“. არამედ უფალსა არა სირცხჳლ-უჩნდა წოდებად შეურაცხისა მის ქალაქისა მოქალაქედ, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არარაჲ კაცობრივი საჴმარ იყო მისდა. და მოწაფენიცა თჳსნი გალილეაჲთ გამოირჩინა, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვი-თარმედ უკუეთუ სათნოებანი მოვიგნეთ და შიში ღმრთისაჲ გუაქუნდეს, არარაჲ კაცობრივი გუეჴმაროს ჩუენცა.
ამისთჳს უფალმან ყოველივე მდაბალი და შეურაცხი თავს-იდვა და არცა სახლი აქუნდა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“; და ჰეროდესგან ივლტოდა; და იშვა რაჲ, ბაგასა მიიწვინა; და დედაჲ არა მდიდართაგან გამოირჩია, რაჲთა ამით ყოვლითა ზუაობისა ვნებაჲ გა...