...სწავლაჲ. და ესრეთცა იქმნა, რამეთუ მი-რაჲ-ვიდეს მოწაფენი და ესმა მისგან ერთსა ოდენ მწუხრსა, არღარა მიიქცეს იოვანეს მიმართ, არამედ ესრეთ შეეყვნეს მას, რომელ საქმე იოვანესი მათ მიიღეს და ქადაგად გამოჩნდეს. რამეთუ ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „პოვა მან ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელსა ჰრქჳან ქრისტე“. იხილე, ვითარ იტყოდა რაჲ, ვითარმედ: „რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, პირველ ჩემსა იყო“, და ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მის-თასა განჴსნად“, და არავინ მოვიდა გულისხმის-ყოფად. ხოლო რაჟამს განგებულებისა მისისათჳს თქუა და სიმდაბლედ მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი, მაშინ შეუდგეს მას მოწაფენი. რამეთუ არა ესრეთ შეიყუარებენ ღმერთსა კაცნი, რაჟამს საშინელებაჲ რაჲმე და სიმდიდრე ესმოდის მისთჳს, ვითარ რაჟამს სახიერებაჲ და სიტკბოებისა სიტყუაჲ ესმოდის. რამეთუ ესმა რაჲ, ვითარმედ: „აღიხუამს ცოდვათა სოფლისათა“, მეყსეულად შეუდგეს, ვი-თარმცა იტყოდეს, ვითარმედ: უკუეთუ ცოდვათა განბანაჲ იქმნების, რად უდებ ვართ, ვინაჲთგან აქა არს უშრომელად განმწმედელი ჩუენი? არა უგუნურება არსა დროებაჲ? ისმინედ სიტყუაჲ ესე ცოდვილთა, რომელნი დღედმდე სიკუდილისა სდროებენ მოქცევასა.
სახარებაჲ იოვანესი 1:41
40. იყო ანდრეა, ძმაჲ სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას.41. პოვა ამან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: „ქრისტე“.42. ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1