მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:49

48. ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ.49. მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ.50. მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროჲსი ამათსა იხილო.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
49. მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან“ (16,16-17).:

...7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისა პირველცა, ოდეს-იგი იგუემებოდეს ნავითა ღელვათა შინა და მოვიდა მათა იესუ და ღელვანი იგი დააცხრვნა, მოუჴდეს მოწაფენი და თაყუანის-სცეს და ეტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“, და არა მისცა მათ ნეტარებაჲ; და კუალად ნათანაელ ჰრქუა: „რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფე ისრაჱლისაჲ“, და არარაჲ ნეტარებაჲ მისცა, არამედ უფროჲსად, ვითარცა ვერ სრულსა გულისჴმის-ყოფასა მოსრულსა, აყუედრა და ჰრქუა: „რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე ქუეშე ლეღუსა, გრწამს; უფროჲსი ამისა იხილო“.

რაჲსათჳს უკუე მათცა ესევე სიტყუაჲ ჰრქუეს და ვერ მიიღეს ნეტარებაჲ ესევითარი, ხოლო პეტრეს ესრეთ დიდებული მიანიჭა ნეტარებაჲ? ესე ამისთჳს, რამეთუ მათ დაღაცათუ ძედ ღმრთისა სახელ-სდვეს, არამედ ვითარცა მრავალთა წმიდათა სახელ-ედვა ძედ ღმრთისა, მადლითა მისმიერითა და არა ბუნებით, ეგრეთ მათ გულისჴმა-ყვეს, უაღრეს სხუათა ყოველთასა მიწევნულად მადლსა მას ძეობისა ღმრთისასა, ეგრეთვე ნა-თანაელცა, და ვერ მისწუთეს გულისჴმის-ყოფად ჭეშმარიტსა მას ძეობასა მისსა და ბუნებისა მისგან და არსებისა მამისა შობასა. ხოლო აწ პეტრე ბუნებითა მით არსებისაჲთა და შობითა მით დაუსაბამოჲთა ძედ ღმრთისა აღიარა და სახელ-სდვა მას, ამისთჳს ღი...

სრულად ნახვა