...თ, რამეთუ ვიდრე არარაჲ ასმიოდა მისგან, არცა ესწავა, მოძღურად უწოდდეს და მოწაფეთა თანა დააწესნეს თავნი მათნი და უჩუენნეს, ვითარმედ ამისთჳს შეგიდეგით სწავლად კეთილისა შენ მიერ. ამისთჳს არცა ადროეს, არცა თქუეს, თუ: ხვალე მოვიდეთ და ვისმინოთ, არამედ ისწრაფეს მაშინ სმენად მისგან, რამეთუ იყო მიმწუხრი, ჟამი მეათჱ. იხილე, ვითარ უჩუენეს მოსწრაფებაჲ. ჵ სიბრძნე იგი ნეტართაჲ მათ და სარწმუნოებისა სიმჴურვალე! და ამისთჳსცა ქრისტემან არა უთხრა სასწაული სახლისაჲ მის, სადა იყო, არამედ ჰრქუა: „მოვედით და იხილეთ“ (1,39), თუ სადა ვიყოფვი, რაჲთამცა უმეტესად მოიზიდნა და უჩუენამცა, ვითარმედ შეუწყნარებიან იგინი. და ამისთჳს არცა ჰრქუა, თუ: მოვედით ხვალე და ისმინოთ, არამედ ვითარცა თჳსთა მეგობართა და მეცნიერთა ჰრქუა: „მოვედით და იხილეთ“. ხოლო ვითარ იტყჳს სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“, ; და აქა იტყჳს, ვითარმედ: „მოვედით და იხილეთ“, სადა ვიყოფვი? არამედ მუნ ამას მოასწავებდა, ვითარმედ არა აქუს თჳსი სახლი და ტაძარნი, და არა თუ მას მოასწავებს, თუ სახლსა შინა არა დადგებოდა. და დაადგრეს უკუე მოწაფენი იგი მას ღამესა მის თანა და ის...
სახარებაჲ იოვანესი 1:39
38. მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაბი (რომელი ითარგმანების „მოძღუარ“), სადა იყოფი?39. ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ. და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა. ჟამი იყო ვითარ მეათე.40. იყო ანდრეა, ძმაჲ სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1