მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:42

41. პოვა ამან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: „ქრისტე“.42. ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“.43. ხვალისაგან უნდა იესუს განსლვად გალილეად და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას იესუ: მომდევდი მე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
42. ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პოვა მან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: ქრისტჱ. და მოიყვანა მან იესუჲსა“ (1,41-42).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ღმერთმან დაჰბადა რაჲ დასაბამსა კაცი, არა უტევა იგი მარტოდ, არამედ მისცა მას შემწედ დედაკაცი, რამეთუ იცოდა, ვი-თარმედ ფრიადი სარგებელი იქმნებოდა ერთობისა მისგან. დაღაცათუ ქველისმოქმედებაჲ იგი დედაკაცმან მან ბოროტად იჴმარა, არამედ უკუეთუ ბუნებაჲ ვინ გულისხმა-ყოს კეთილად, ფრიადი სარგებელი პოვოს ერთობისა მისგან. და არა ცოლსა ზედა და ქმარსა ოდენ პოვოს ესე სარგებელი, არამედ ძმანიცა თუ ვინ იყვნენ, ეგრეთვე არს. ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ-მე კეთილ, ანუ რაჲ-მე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათაჲ ერთად?“

ამისთჳსცა ქალაქები და დაბნები აღეშენა, რაჲთა ერთბამად ვიყოფოდით არა ჴორციელად ოდენ, არამედ წესითაცა და საკრველითა სიყუარულისაჲთა, რამეთუ ვინაჲთგან უძლურ ვართ და თჳთოეული თავსა თჳსსა ვერ აცხოვნებს, ამისთჳს განაგო ღმერთმან, რაჲთა ერთიერთსა შევეწეოდით და ნაკლულევანებასა ერთმანერთისასა აღვასრულებდეთ. მენება, რაჲთამცა განვაგრძვე სიტყუაჲ ამის პირისაჲ, რაჲთამცა გამოვაჩინე, თუ რაოდენსა ზედა სარგებელ არს ჩუენდა ერთობაჲ, არამედ სხუასა სიტყუასა თქუმად ვისწრაფი,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან“ (16,16-17).:

...თა, რაჲთა ესრეთ საცნაურ იქმნას ერთობაჲ მათი. ხოლო ვინაჲთგან ნეტარებაჲ იგი მისცა პეტრეს და აუწყა, ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ მამისა მიერ გამოეცხადა მას საიდუმლოჲ იგი და ბარ იონა სახელ-სდვა (რომელ-ესე იოვანე განცხადებულადრე თქუა, ვითარმედ: „შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელ ითარგმანების: კლდე“, რამეთუ ბარ იონა ძე იონაჲსი გამოითარგმანების), და მეყსეულად შესძინა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვა-შენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (16,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: ვინაჲთგან ღირს იქმენ მოღებად მამისა მიერ გულისჴმის-ყოფაჲ ესევითარი და მქადაგე მე, ჭეშმარიტი ძე ღმრთისაჲ, ღირს-გყო შენ სიმტკიცესა სარწმუნოებისასა და საფუძველად ეკლესიისა გყო. „და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი“. რომელსა კლდესა? ესე იგი არს, ამას ესევითარსა აღსაარებასა, ამას სარწმუნოებასა ზედა, რომელი აწ აღიარე, დაემტკიცოს ეკლესიაჲ ჩემი, და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ესე იგი არს: ვერ რომელმან ღონემან ანუ ბრძოლამან ეშმაკისამან შეუძლოს ამის აღსაარებისა და ამის სარწმუნოებისა, რომელი აწ ჰქადაგე, განქარვებად, არამედ ამას ზედა ეგოს ეკლესიაჲ ჩემი უკუნისამდე, ვითარცა კლდესა შეურყეველ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ისათხევლიდეს რაჲ სათხეველითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე. და ჰრქუა მათ: მოვედით, შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე იგი და შეუდგეს მას“ (4,18-20).:

...ცემულ იყო ნათლისმცემელი საპყრობილედ. ხოლო ესე წოდებაჲ, მათეს მიერ აღწერილი, შემდგომად იოვანეს წინამორბედისა მიცემისა იქმნა, და მუნ ანდრეა უწოდა პეტრეს, ხოლო აქა ორთავე - იესუ. და კუალად იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „მიხედნა იესუ სიმონს და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე“. ხოლო ვითარცა აქა მათე გუაუწყებს, პირველვე წოდებულ იყო პეტრე, რომელ არს კლდე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი“. და კუალად იგი წოდებაჲ სხუასა ადგილსა იყო და ესე - სხუასა. და ესრეთ მრავლით სახით საცნაურ არს, ვითარმედ ესე წოდებაჲ მეორე იყო. რამეთუ მაშინ ესმნეს სიტყუანი უფლისანი და შეუდგეს და მერმე, იხილეს რაჲ იოვანე საპყრობილეს შეყენებული და იესუ განეშორა მათ ადგილთაგან, დაუტევეს იგი და კუალად თჳსსა ჴელოვნებასა მიექცეს. ამისთჳს პოვნა იგინი, ისათხევლიდეს რაჲ.

და იხილე მორჩილებაჲ მათი და სარწმუნოებაჲ, რამეთუ ჴელთა რაჲ შინა მათთა იყო საქმე იგი და უბრძანა მათ, მეყსეულად დაუტევეს და შეუდგეს მას. არა დრო-სცეს, არცა თქუეს: წარვიდეთ სახედ ჩუენდა და ვეზრახნეთ თჳსთა ჩუენთა, არამედ ყოველივე დაუტევეს, ყოველივე უგულებელს-ყვეს და შეუდგეს მას. რამეთუ ესევითარსა მორჩილებასა ეძიებს ჩუენგ...

სრულად ნახვა