მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:38

37. და ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა, იტყოდა რაჲ ამას, და მისდევდეს იესუს.38. მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაბი (რომელი ითარგმანების „მოძღუარ“), სადა იყოფი?39. ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ. და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა. ჟამი იყო ვითარ მეათე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
38. მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაბი (რომელი ითარგმანების „მოძღუარ“), სადა იყოფი?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიქცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ?“ (1,38).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფ, ვითარმედ არა უსწრობს ღმერთი ჩუენთა განზრახვათა ნიჭითა თჳსითა, არამედ რაჟამს ჩუენ ვიწყოთ ნებებად კეთილისა, მაშინ იგი მრავალთა ნიჭთა მისთა მოჰფენს ჩუენ ზედა. „რასა ეძიებთო?“ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი იცნის გულისზრახვანი კაცთანი და დაფარულთა მხედველ არს, იგი ჰკითხვიდაა? არამედ არა თუ ამისთჳს ჰკითხვიდა, რაჲთამცა ცნა (რამეთუ რად უჴმდა მას ამისთჳს კითხვაჲ?), არამედ ჰკითხა, რაჲ-თამცა ესრეთ უმეტეს მისცა კადნიერებაჲ. და ღირს-ყვნა სიტყუად და გულნი მათნი მხიარულ-ყვნა, რამეთუ იყვნეს მისა უმეცარ და უეჭუელად ჰრცხუენოდამცა სიტყუად, რამეთუ დიდად აქუნდა იგი სიტყჳსა მისგან მოძღურისა მათისა, და ამისთჳს ჰკითხა, რაჲთამცა დაჰჴსნა შიში მათი და სირცხჳლი და რიდობაჲ. ხოლო მათ არა შედგომითა ოდენ, არამედ სიტყჳთაცა მათითა გამოაცხადეს სურვილი, რომელი აქუნდა მისა მიმართ, რამეთუ ვიდრე არარაჲ ასმიოდა მისგან, არცა ესწავა, მოძღურად უწოდდეს და მოწაფეთა თანა დააწესნეს თავნი მათნი და უჩუენნეს, ვითარმედ ამისთჳს შეგიდეგით სწავლად კეთილისა შენ მიერ. ამისთჳს არცა ადროეს, არცა თქუეს, თუ: ხვალე მოვიდეთ და ვისმინოთ, არამედ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის