1.აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.2.ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამღე და უკუნითი უკუნისამდე.3.დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისა არა არს დასასრულ.4.ნათესავი და ნათესავი აქებდენ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ.5.დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკჳრველებათა შენთა მიუთხრობდენ,6.და ძალი საშინელებათა შენთა თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ,7.ჴსენებაჲ მრავალი სიტკბოებისა შენისა აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ.8.შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.9.ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.10.აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ.11.დიდებაჲ სუფევისა შენისა წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან12.უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაჲ შენი და დიდებაჲ დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისა.13.სუფევა შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.14.განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი.15.თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა.16.აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ.17.მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.18.ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით.19.ნებაჲ მოშიშთა მისთა ყოს და ვედრებისა მათისა შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი,20.დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს.21.ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ჴორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. დიდებაჲ
„აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“ ().
1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება
ამ ფსალმუნს განსაკუთრებით დიდი სიზუსტით უნდა მივაპყროთ ყურადღება.რადგან სწორედ ეს არის ის ფსალმუნი, რომელსაც აქვს ის სიტყვები, რომელთაც საიდუმლოებში განდობილნი გამუდმებით მიაგალობენ და ამბობენ: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ...
1. ადამიანურ მფარველობაზე უარისყოფა და ღმრთის სასოება:
...ათ 5:16). და კვლავ პავლე ამბობს: „ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა“ ().და როგორც წინა ფსალმუნში ამბობდა: „ყოველსა დღესა გაკურთხო შენ“ (), ასევე აქაც ამბობს: „უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე“ ().შემდეგ, რადგან კვლავ სურს, ადამიანები ქების თანამოზიარეებად ჰყავდეს, ღმრთის კაცთმოყვარეობის ამბებს მიმართავს; სურვილით იწვის და თბება, მთელ სამყაროს შემოუვლის და ყველას თავის გუნდში კრებს.რადგან ესეც უმეტესად ქებაა, ესეც უმეტესად ღმრთის დიდებაა, როცა ბევრს ეძებს, რათა ისინი ღმრთის ცხონებას ეზიარონ.
„ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ“ ().სხვა მთარგმნელი ამბობს: „მას, ვისაც ხსნა არ ძალუძს“.ისმინონ ამ შეგონებისა და რჩევისა მათ, ვინც პირდაღებულნი...
ზემოთ, ას ორმოცდამეოთხე ფსალმუნში, ამბობდა: „დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად“ (), და მის დიდებაზე ბევრს მსჯელობდა; აქ კი აჩვენებს, რომ თვით ქებაც კეთილია და ფსალმუნი უთვალავი სიკეთის მიზეზია.რადგან იგი გონებას მიწას აშორებს, სულს ფრთებს ასხამს, ამსუბუქებს და ამაღლებულს ხდის.ამიტომ პავლეც ამბობს: „უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა“ ().„ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ“ ().სხვა განმმარტებელი კი ამბობს: „ალილუია, რამეთუ კეთილია გალობა ღვთისადმი“ ()1.რას ნიშნავს: *...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:
...და სოფელი მის მიერ იქმნა“? ვითარ იყო სოფელსა შინა, უკუეთუ ღმრთისა თანა იყო? გარნა გულისხმა-ყავთ, რამეთუ ღმრთისა თანაცა იყო და სოფელსა შინაცა. რამეთუ არასადა გარე-შემოიწერებიან ერთსა ადგილსა არცა მამაჲ, არცა ძჱ, რამეთუ ვითარცა „დიდებისა მისისა არა არს დასასრულ“, „და გულისხმისა მისისა არა არს რიცხჳ“, ეგრეთვე არცა არსებისა მისისა არს დასაბამი ჟამიერი.
გასმიეს, ვითარმედ: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“. რასა გულისხმა-ჰყოფ ამის დასაბამისა უწინარეს? არა ამას გულისხმა-ჰყოფა, ვითარმედ უწინარეს ყოველთა ხილულთასა იქმნნეს იგინი? ეგრეთვე რაჟამს მხოლოდშობილისა მისთჳს გესმეს, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, ესე გულისხმა-ყავ, ვითარმედ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და ყოველთა უხილავთა და ხილულთასა არს.
უკუეთუ კულა ამას ვინ იტყოდის: და ვითარ ეგებისო, რაჲთამცა ძჱ იყო და არამცა უმრწემჱს მამასა იყო? რამეთუ რომელი ვისგანიმე იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ უკუანაჲსკნელ არს მისა, რომლისაგან არს. - რაჲ ვთქუათ უკუე ამისთჳს? გარნა ამას ვიტყჳთ, ვითარმედ ესე ყოველნი კაცობრივთა საქმეთა წესნი არიან. და რომელი ამას...