მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 144:21

20. დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს.21. ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ჴორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. დიდებაჲ
ფსალმუნნი თავი 144
21. ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ჴორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. დიდებაჲ

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“ ().

1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება

ამ ფსალმუნს განსაკუთრებით დიდი სიზუსტით უნდა მივაპყროთ ყურადღება. რადგან სწორედ ეს არის ის ფსალმუნი, რომელსაც აქვს ის სიტყვები, რომელთაც საიდუმლოებში განდობილნი გამუდმებით მიაგალობენ და ამბობენ: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა“ (). რადგან ვინც ძედ იქცა და სულიერი ტრაპეზით ტკბება, სამართლიანად მართებს მამის დიდება. რადგან ამბობს: „ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა“ (მალაქ 1:6). შენ ძე გახდი და სულიერი ტრაპეზით ტკბები, იკვებები იმ ხორცითა და სისხლით, რომელმაც ხელახლა გშვა; ამიტომ მიუზღე ასეთი დიდი კეთილმოქმედების სამაგიერო, ადიდე ის, ვინც ასეთი რამ მოგმადლა, და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის