მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 144:13

12. უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაჲ შენი და დიდებაჲ დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისა.13. სუფევა შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.14. განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი.
ფსალმუნნი თავი 144
13. სუფევა შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.
ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“ ().

1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება

ამ ფსალმუნს განსაკუთრებით დიდი სიზუსტით უნდა მივაპყროთ ყურადღება. რადგან სწორედ ეს არის ის ფსალმუნი, რომელსაც აქვს ის სიტყვები, რომელთაც საიდუმლოებში განდობილნი გამუდმებით მიაგალობენ და ამბობენ: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა“ (). რადგან ვინც ძედ იქცა და სულიერი ტრაპეზით ტკბება, სამართლიანად მართებს მამის დიდება. რადგან ამბობს: „ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა“ (მალაქ 1:6). შენ ძე გახდი და სულიერი ტრაპეზით ტკბები, იკვებები იმ ხორცითა და სისხლით, რომელმაც ხელახლა გშვა; ამიტომ მიუზღე ასეთი დიდი კეთილმოქმედების სამაგიერო, ადიდე ის, ვინც ასეთი რამ მოგმადლა, და...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. საუკუნო სასუფეველი და სულით ცხება:

...თქვა: რომ იგი დაუსრულებელია (რადგან ამას ნიშნავს: „უკუნითი უკუნისამდე“ ()), რომ დიდებულია, რომ მაღალია, რომ ძლევამოსილი და მტკიცეა. და კვლავ, რომ იგი დაუსაბამოა, როცა ამბობს: „სუფევა შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა“ (). ამრიგად, როგორც საყდარია სასუფევლის სიმბოლო, ასევე კვერთხიც არის ნიშანი სასუფევლისაც და სამსაჯულო ხელმწიფებისაც. ამიტომ ამბობს: „კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ (). რადგან იქ წმინდაა სამართლიანობა, წმინდაა სისწორე, იქ არაფერი იჩრდილება. ისმინონ მძვინვარეებმა და გონებადაბინდულებმა; უფრო კი მათზე უარესებმა. ვინ არიან ისინი? ისინი, ვინც ღვთის განგებას ბრალს სდებენ და ამბობენ: „რატომ მოხდა ესა და ეს ასე?“ განა უგუნურება არ არის: ხუროს გვერდით იჯდე და ხედავდე, როგორ ამტვრევს და ხერხავს ხის მასალას, მაგრამ მისგან ა...

სრულად ნახვა