მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 144:14

13. სუფევა შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.14. განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი.15. თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა.
ფსალმუნნი თავი 144
14. განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი.
ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“ ().

1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება

ამ ფსალმუნს განსაკუთრებით დიდი სიზუსტით უნდა მივაპყროთ ყურადღება. რადგან სწორედ ეს არის ის ფსალმუნი, რომელსაც აქვს ის სიტყვები, რომელთაც საიდუმლოებში განდობილნი გამუდმებით მიაგალობენ და ამბობენ: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა“ (). რადგან ვინც ძედ იქცა და სულიერი ტრაპეზით ტკბება, სამართლიანად მართებს მამის დიდება. რადგან ამბობს: „ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა“ (მალაქ 1:6). შენ ძე გახდი და სულიერი ტრაპეზით ტკბები, იკვებები იმ ხორცითა და სისხლით, რომელმაც ხელახლა გშვა; ამიტომ მიუზღე ასეთი დიდი კეთილმოქმედების სამაგიერო, ადიდე ის, ვინც ასეთი რამ მოგმადლა, და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის