„აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“ ().
1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება
ამ ფსალმუნს განსაკუთრებით დიდი სიზუსტით უნდა მივაპყროთ ყურადღება. რადგან სწორედ ეს არის ის ფსალმუნი, რომელსაც აქვს ის სიტყვები, რომელთაც საიდუმლოებში განდობილნი გამუდმებით მიაგალობენ და ამბობენ: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა“ (). რადგან ვინც ძედ იქცა და სულიერი ტრაპეზით ტკბება, სამართლიანად მართებს მამის დიდება. რადგან ამბობს: „ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა“ (მალაქ 1:6). შენ ძე გახდი და სულიერი ტრაპეზით ტკბები, იკვებები იმ ხორცითა და სისხლით, რომელმაც ხელახლა გშვა; ამიტომ მიუზღე ასეთი დიდი კეთილმოქმედების სამაგიერო, ადიდე ის, ვინც ასეთი რამ მოგმადლა, და...