1.აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ; ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ.2.აღაშენოს იერუსალჱმი უფალმან და განბნეულნი ისრაჱლისანი შეკრიბნეს,3.რომელმან განკურნოს შემუსრვილი გული და შეუხჳნნის წყლულებანი მათნი;4.რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა და ყოველთავე მათ სახელით უწესნ.5.დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა მისისა არა არს რიცხჳ.6.შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე.7.აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა,8.რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წჳმაჲ ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივა მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა;9.რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას.10.არა თუ ძლიერებაჲ ცხენისა უნდა, არცა სხჳლბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს,11.არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.
ზემოთ, ას ორმოცდამეოთხე ფსალმუნში, ამბობდა: „დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად“ (), და მის დიდებაზე ბევრს მსჯელობდა; აქ კი აჩვენებს, რომ თვით ქებაც კეთილია და ფსალმუნი უთვალავი სიკეთის მიზეზია.რადგან იგი გონებას მიწას აშორებს, სულს ფრთებს...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:
...ა შინა, უკუეთუ ღმრთისა თანა იყო? გარნა გულისხმა-ყავთ, რამეთუ ღმრთისა თანაცა იყო და სოფელსა შინაცა. რამეთუ არასადა გარე-შემოიწერებიან ერთსა ადგილსა არცა მამაჲ, არცა ძჱ, რამეთუ ვითარცა „დიდებისა მისისა არა არს დასასრულ“, „და გულისხმისა მისისა არა არს რიცხჳ“, ეგრეთვე არცა არსებისა მისისა არს დასაბამი ჟამიერი.
გასმიეს, ვითარმედ: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“. რასა გულისხმა-ჰყოფ ამის დასაბამისა უწინარეს? არა ამას გულისხმა-ჰყოფა, ვითარმედ უწინარეს ყოველთა ხილულთასა იქმნნეს იგინი? ეგრეთვე რაჟამს მხოლოდშობილისა მისთჳს გესმეს, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, ესე გულისხმა-ყავ, ვითარმედ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და ყოველთა უხილავთა და ხილულთასა არს.
უკუეთუ კულა ამას ვინ იტყოდის: და ვითარ ეგებისო, რაჲთამცა ძჱ იყო და არამცა უმრწემჱს მამასა იყო? რამეთუ რომელი ვისგანიმე იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ უკუანაჲსკნელ არს მისა, რომლისაგან არს. - რაჲ ვთქუათ უკუე ამისთჳს? გარნა ამას ვიტყჳთ, ვითარმედ ესე ყოველნი კაცობრივთა საქმეთა წესნი არიან. და რომელი ამას ეძიებდეს, მან უძჳრესიცა ამისი მოიძიოს, და არცა თუ შეწყნარებად სასმენელითა ჯერარს ამათ სიტყ...
...ფსალმ 144:15)? მაგრამ ხომ ბევრნი არიან უღმრთოებაში მცხოვრებნი, რომლებიც ამბობენ, რომ ყოველივე თავისთავად არსებობს.აქ იგი თვით საქმის ბუნებას ამბობს, როგორც სხვაგანაც, როცა ამბობს: „მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას“ (), თუმცა ცხოველები გონებას მოკლებულნი არიან.და კვლავ: „ლეკუნი ლომთანი მყჳრალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა“ ().თუმცა ესენიც გონებას მოკლებულნი არიან და თვითონ არ ეძებენ; აქაც იგი კვლავ თვით საქმის ბუნებაზე ლაპარაკობს, რადგან ეს მათ არჩევანს კი არ მიეწერება, არამედ იმის ბუნებას, რაც ხდება.„აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ“ ().„ხელს“ იგი მოქმედებას უწოდებს და მომნიჭებელ ძალას; ყოველივე ამის მეშვეობით გასწავლის, რომ ნაყოფთა წარმოშობა სტიქიებში კი არ არის, არამედ ღმერთის განგებაში.ან სიმარტ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიხედეთო მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთასა?“ (6,26).:
...თქუა: „თუალნი ყოველ-თანი შენ გესვენ, და შენ მოსცე საზრდელი მათი ჟამსა. აღამაღლო ჴელი შენი და ჰზრდიდე ყოველთავე სიტკბოებითა ნებისა შენისაჲთა“. და კუალად იტყჳს: „რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა“; რაჲთა ესე ყოველი გუესმას და დავსცხრეთ ცუდთა მათ და მრავალთა ზრუნვათაგან, რომელთაგან არაჲ არს სარგებელი.
ხოლო მეტყჳან სულმოკლენი და ზრუნვისმოყუარენი, ვითარმედ: ვინ სადა იპოა, რომელიმცა არა ზრუნვიდა? არა გესმაა, რომელნი ზემო ვაჴსენენ: მოსე და ელია და იოვანე და სხუანი მრავალნი? არა ჰხედავა კუალად იაკობს, ვითარ მამულისა მის სახლისაგან შიშუელი განვიდა და იტყოდა: „უკუეთუ მომცეს უფალმან პური ჭამად და სამოსელი შემოსად”, რომელი-ესე არა ზრუნვისა სიტყუაჲ არს, არამედ ღმრთისაგან თხოჲსაჲ და მისისა სასოებისაჲ. ეგრეთვე მოციქულთა წარჰმართეს ესე სრულიად, რაჟამს ყოველივე დაუტევეს და არცა ერთი რაჲ ზრუნვაჲ იზრუნეს; ეგრეთვე სამ ათასთა მათ და ხუთ ათასთა და სხუათა მრავალთა, რომელნი სწავლასა მოციქულთასა შეუდგეს და ყოვლისავე მონაგებისა მათისაგან შიშუელნი განვიდეს და მიმოვიდოდეს სოფელსა შინა, ქადაგებდეს...