„აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ“ ().
1. ქების სარგებელი და განბნეულთა შეკრება
ზემოთ, ას ორმოცდამეოთხე ფსალმუნში, ამბობდა: „დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად“ (), და მის დიდებაზე ბევრს მსჯელობდა; აქ კი აჩვენებს, რომ თვით ქებაც კეთილია და ფსალმუნი უთვალავი სიკეთის მიზეზია. რადგან იგი გონებას მიწას აშორებს, სულს ფრთებს ასხამს, ამსუბუქებს და ამაღლებულს ხდის. ამიტომ პავლეც ამბობს: „უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა“ (). „ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ“ (). სხვა განმმარტებელი კი ამბობს: „ალილუია, რამეთუ კეთილია გალობა ღვთისადმი“ ()<sup class="footnote" id="fnref-s1-5"...