მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 146:9

8. რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წჳმაჲ ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივა მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა;9. რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას.10. არა თუ ძლიერებაჲ ცხენისა უნდა, არცა სხჳლბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს,
ფსალმუნნი თავი 146
9. რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას.
ფსალმუნი 146-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ“ ().

1. ქების სარგებელი და განბნეულთა შეკრება

ზემოთ, ას ორმოცდამეოთხე ფსალმუნში, ამბობდა: „დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად“ (), და მის დიდებაზე ბევრს მსჯელობდა; აქ კი აჩვენებს, რომ თვით ქებაც კეთილია და ფსალმუნი უთვალავი სიკეთის მიზეზია. რადგან იგი გონებას მიწას აშორებს, სულს ფრთებს ასხამს, ამსუბუქებს და ამაღლებულს ხდის. ამიტომ პავლეც ამბობს: „უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა“ (). „ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ“ (). სხვა განმმარტებელი კი ამბობს: „ალილუია, რამეთუ კეთილია გალობა ღვთისადმი“ ()<sup class="footnote" id="fnref-s1-5"...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მარადიული მეუფება და დაცემულთა აღდგენა:

...ფსალმ 144:15)? მაგრამ ხომ ბევრნი არიან უღმრთოებაში მცხოვრებნი, რომლებიც ამბობენ, რომ ყოველივე თავისთავად არსებობს. აქ იგი თვით საქმის ბუნებას ამბობს, როგორც სხვაგანაც, როცა ამბობს: „მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას“ (), თუმცა ცხოველები გონებას მოკლებულნი არიან. და კვლავ: „ლეკუნი ლომთანი მყჳრალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა“ (). თუმცა ესენიც გონებას მოკლებულნი არიან და თვითონ არ ეძებენ; აქაც იგი კვლავ თვით საქმის ბუნებაზე ლაპარაკობს, რადგან ეს მათ არჩევანს კი არ მიეწერება, არამედ იმის ბუნებას, რაც ხდება. „აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ“ (). „ხელს“ იგი მოქმედებას უწოდებს და მომნიჭებელ ძალას; ყოველივე ამის მეშვეობით გასწავლის, რომ ნაყოფთა წარმოშობა სტიქიებში კი არ არის, არამედ ღმერთის განგებაში. ან სიმარტ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიხედეთო მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთასა?“ (6,26).:

...თქუა: „თუალნი ყოველ-თანი შენ გესვენ, და შენ მოსცე საზრდელი მათი ჟამსა. აღამაღლო ჴელი შენი და ჰზრდიდე ყოველთავე სიტკბოებითა ნებისა შენისაჲთა“. და კუალად იტყჳს: „რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა“; რაჲთა ესე ყოველი გუესმას და დავსცხრეთ ცუდთა მათ და მრავალთა ზრუნვათაგან, რომელთაგან არაჲ არს სარგებელი.

ხოლო მეტყჳან სულმოკლენი და ზრუნვისმოყუარენი, ვითარმედ: ვინ სადა იპოა, რომელიმცა არა ზრუნვიდა? არა გესმაა, რომელნი ზემო ვაჴსენენ: მოსე და ელია და იოვანე და სხუანი მრავალნი? არა ჰხედავა კუალად იაკობს, ვითარ მამულისა მის სახლისაგან შიშუელი განვიდა და იტყოდა: „უკუეთუ მომცეს უფალმან პური ჭამად და სამოსელი შემოსად”, რომელი-ესე არა ზრუნვისა სიტყუაჲ არს, არამედ ღმრთისაგან თხოჲსაჲ და მისისა სასოებისაჲ. ეგრეთვე მოციქულთა წარჰმართეს ესე სრულიად, რაჟამს ყოველივე დაუტევეს და არცა ერთი რაჲ ზრუნვაჲ იზრუნეს; ეგრეთვე სამ ათასთა მათ და ხუთ ათასთა და სხუათა მრავალთა, რომელნი სწავლასა მოციქულთასა შეუდგეს და ყოვლისავე მონაგებისა მათისაგან შიშუელნი განვიდეს და მიმოვიდოდეს სოფელსა შინა, ქადაგებდეს...

სრულად ნახვა