მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 146:4

3. რომელმან განკურნოს შემუსრვილი გული და შეუხჳნნის წყლულებანი მათნი;4. რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა და ყოველთავე მათ სახელით უწესნ.5. დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა მისისა არა არს რიცხჳ.
ფსალმუნნი თავი 146
4. რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა და ყოველთავე მათ სახელით უწესნ.
ფსალმუნი 146-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ“ ().

1. ქების სარგებელი და განბნეულთა შეკრება

ზემოთ, ას ორმოცდამეოთხე ფსალმუნში, ამბობდა: „დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად“ (), და მის დიდებაზე ბევრს მსჯელობდა; აქ კი აჩვენებს, რომ თვით ქებაც კეთილია და ფსალმუნი უთვალავი სიკეთის მიზეზია. რადგან იგი გონებას მიწას აშორებს, სულს ფრთებს ასხამს, ამსუბუქებს და ამაღლებულს ხდის. ამიტომ პავლეც ამბობს: „უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა“ (). „ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ“ (). სხვა განმმარტებელი კი ამბობს: „ალილუია, რამეთუ კეთილია გალობა ღვთისადმი“ ()<sup class="footnote" id="fnref-s1-5"...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის