...ტომ გაქვს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, ადამიანო, როცა კვამლივით ან ამაოებასავით ხარ?
რადგან ნათქვამია: „კაცი ამავოებასა მიემსგავსა“ (). და კვლავ: „ვითარცა კუამლი, დღენი მისნი“ ().7 და კიდევ: „განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა“ (; ). ამას ისე კი არ ვამბობ, თითქოს ადამიანის არსებას ვამცირებდე, არამედ უგუნურებას აღვირს ვდებ. რადგან ადამიანიც დიდია, და მოწყალე კაციც პატივდებულია. მაგრამ ეს ოზია, მეფე რომ იყო და გვირგვინი ედგა, რადგან მართალი იყო, ერთ დროს დიდად განიდიდა თავი; და როცა თავის ღირსებაზე მეტს ფიქრობდა, ტაძარში შევიდა. და მოისმინე, როგორ: შევიდა, როგორც წერილი ამბობს, წმიდათა წმიდაში, შემდეგ კი თქვა: „კმევა...