მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 101:26

25. და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთასა; თესლით თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი.26. დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნილნი ჴელთა შენთანი ცანი არიან.27. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი, ვითარცა სამოსელნი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი, სცვალნე იგინი, და იცვალნენ.
ფსალმუნნი თავი 101
26. დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნილნი ჴელთა შენთანი ცანი არიან.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8. ღვთის განგება და ძის შემოქმედება:

...ვე მსგავსად იქმს“** ()? სადღა არის „მსგავსად“, თუ ერთი მსახურია, ხოლო მეორე — შემოქმედი? და როგორ ამბობს, რომ საქმეები მისია, როცა ერთგან ამბობს: „დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნილნი ჴელთა შენთანი ცანი არიან“ (), ხოლო აქ: „ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი“ ()? რადგან საქმეები მსახურთა კი არა, შემოქმედთაა; და თუ ვინმე მსახურიც იყოს, საქმე მას კი არ მიეთვლება, არამედ შემოქმედს. ამრიგად, ის ადრინდელიც, მოსეს მიერ ნათქვამი, ძის შესახებ ითქვა: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ (), და ესეც: „და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა“ (). რადგან იგი, ვინც „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართათა დაამტკიცე ქებაჲ“ (), თვითონვე მოიხილა ადამიანი.

9. ძის თანასწორი პატივი და არსების ერთობა

ამრიგად, რასაც მოსე მა...

სრულად ნახვა