...ანუ სიყმილი სმენად სიტყუა უფლისაჲ“** (), და ამ სასჯელით დაისაჯნენ, უფრო დიდი სურვილით ეძებენ იმას, რასაც ადრე მოაკლდნენ.
ასე თვით მიწასაც ეხვეოდნენ და ამბობდნენ: „სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ“ (); და კვლავ: „ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?“ () და კვლავ: „მოგიჴსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით“ (); და კიდევ: „ხოლო მე ესე მოვიჴსენი და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა“ (). რა გაიხსენე, მითხარი? „რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა“ (). ესე იგი: გავდიოდი გუნდებს, დღესასწაულებრივ კრებულებსა და იმ ღვთისმსახურებას. „იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო!“ (...