მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 101:27

26. დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნილნი ჴელთა შენთანი ცანი არიან.27. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი, ვითარცა სამოსელნი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი, სცვალნე იგინი, და იცვალნენ.28. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ.
ფსალმუნნი თავი 101
27. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი, ვითარცა სამოსელნი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი, სცვალნე იგინი, და იცვალნენ.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (1,14).:

...რთისმეტყუელი ჴორცთშესხმისა მისისა ჭეშმარიტებასა მოასწავებს, ხოლო მისისა ღმრთეებისა ბუნებაჲ ყოლადვე შეუცვალებელ არს, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე, და იგინი იცვალნენ. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არაჲ მოაკლდეს“, რამეთუ მისი ბუნებაჲ უზეშთაეს ყოვლისავე შეცვალებისა არს. და მიექეცინ გმობაჲ მათი თავსავე მათსა, რომელნი იტყჳან, ვითარმედ ბუნებაჲ მისი ჴორციელ იქმნა. რაჲთა სცნა, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „ჴორციელ იქმნა“, ამისთჳს ოდენ თქუა მახარებელმან, რაჲთა ჭეშმარიტად ჴორცთა შესხმაჲ მისი დაამტკიცოს, ისმინე შემდგომი იგი სიტყუაჲ მისი, ვითარ აღმოჰფხურის ყოველსა იჭუსა ბოროტსა და განსწმედს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (1,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნურას ბოროტსა მოიგონებ სიტყჳსა მისგან, რომელ ვთქუ, ვითარმედ: „ჴორციელ იქმნა“, რამეთუ არა თუ შეცვალებაჲ ვთქუ შეუცვალებელისა მის ბუნებისაჲ, არამედ დამკჳდრებაჲ ჩუენ შორის. ხოლო დამკჳდრებული არა არს იგივე, რომელსა შინა დაემკჳდროს, არამედ სხუაჲ სხუასა შინა დაემკჳდრების. და ეგრეთვე მან ღმერთ...

სრულად ნახვა