მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 101:6

5. იწყლა, ვითარცა თივა, და განჴმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი.6. ჴმითა სულთქმისა ჩემისათა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა.7. ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოსასა და ვიქმენი მე, ვითარცა ბუჲ ნატამალსა.
ფსალმუნნი თავი 101
6. ჴმითა სულთქმისა ჩემისათა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სათნოება და გარეგანი დიდების სიცარიელე:

...ნ, თუ მოისურვებ, შენ, მიწაზე მოსიარულე, უფრო მაღლა იქნები, ვიდრე ის, ვინც ეტლში ზის. როგორ? იმიტომ, რომ ის სხეულით მხოლოდ ცოტათი ამაღლებულა მიწიდან, სულით კი მიწასვე მიჭედებია; რადგან ნათქვამია: „შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა“ (), შენ კი გონებით ცაში დაიარები.

მაგრამ, იტყვი, მრავალი მხლებელი ჰყავს, რომლებიც მედიდურად დაჰყვებიან? და ნუთუ თვითონ უფრო პატივდება, ვიდრე ცხენი? რა შეიძლება იყოს ამ უგუნურებაზე უარესი — ადამიანების განდევნა, რათა პირუტყვმა თავისუფლად გაიაროს? ან ცხენით სიარული ღირსეულია? მაგრამ ამაში მონებიც ხომ მონაწილეობენ. არიან ისეთებიც, რომელთაც იმდენი ამპარტავნება აქვთ, რომ, არაფრის საჭიროების გარეშე, მაინც აიძულებენ სხვებს უკან მიჰყვნენ. მართლაც, რა არის ამაზე უგუნური? ცხენებით, ძვირფასი სამოსითა და მხლებლებით სურთ თავის წარმოჩენა....

სრულად ნახვა