...ილ, ანუ რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა“** (). და კვლავ დავით წინასწარმეტყველი ამბობდა: „წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო“ (). ახლა კი სიტყვებს: „და მოვედით“ () მივუბრუნდეთ. ჯერ სიმართლის საქმეებით შეაიარაღა ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიყვანა სამსჯავროზე; ჯერ ასწავლა, როგორ ჩამოეხსნათ ბრალდებები, და მხოლოდ მაშინ მოსთხოვა პასუხი, რათა დაცვის გარეშე არ დაეჭირა და არ განეკითხა. ამიტომ ამბობს: „შევიტყუნეთ“ (). ანუ: გავისამართლოთო, ამბობს.
ის, ვინც მათთან სამართალში შედის, დამცველადაც იქცევა და მკურნალადაც. შემდეგ, რათა აჩვენოს, რომ დიდი საქმეებიც რომ აღვასრულოთ, ცოდვებისგან გასათავისუფლებლად მაინც მისი კაცთმოყვარეობა გვჭირდება, ა...