მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 100:5

4. არა შემომეყო მე დრკუ გული, გარემიქცევა ბოროტისა ჩემგან მე არა უწყოდე.5. რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამო.6. თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რათა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მმსახურებდა მე.
ფსალმუნნი თავი 100
5. რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სოდომის ცოდვა და მოყვასის განუკითხველობა (18:20-21):

...მოყვასთა განკითხვას. თუმცა სასამართლო ხელმწიფებაც არ გაქვს და მხოლოდ ფიქრით გაიკითხავ, მაინც ცოდვის თანამონაწილე ხდები, როცა, არანაირი მტკიცებულების გარეშე, ხშირად მხოლოდ ეჭვითა და ცარიელი ცილისწამებით გაიკითხავ. ამიტომაც ნეტარი დავითი ღაღადებდა: „რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო" ().

4. აბრაამის შუამდგომლობა სოდომისთვის (18:22-31)

ხედავ სათნოების სრულყოფილებას? დავითი არამხოლოდ არ იღებდა იმას, რასაც სხვებზე ეუბნებოდნენ, არამედ იმასაც განდევნიდა, ვინც ძმის ცილისწამებას ცდილობდა. მაშ, თუ ჩვენც გვსურს ცოდვები შევამციროთ, ყველაზე მეტად იმაზე ვიზრუნოთ, რომ ძმებს არ გავიკითხავთ, ხოლო მათზე ცილისმწამებლებს ჩვენთან არ მივუშვებთ, ან კიდევ უკეთესი — წინასწარმეტყველის მაგალითით, ჩვენგან განვდევნით და სრულიად ზურგს შევაქცევთ. იგივეს, ვფიქრობ, გამოხატავს წინასწარმეტყველი მოსეც, სიტყვებით: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო". ამიტომაც ახლანდელ შემთხვევაში ჩვენი სულების სასარგებლოდ ყველაფრის მეუფემ ასეთი გრძნობად-ხატოვანი გამოთქმა გამოიყენა და ბრძანა: „გარდავიდე... ვიხილო". სხვა როგორ? ნუთუ არ იცოდა? ნუთუ ცოდვათა მთელი სიმრავლე არ ეცოდინებოდა? ნუთუ არ ესმოდა ცოდვაში ჩაცვენილთა სრული გამოუსწორებლობა? მაგრამ ის ი...

სრულად ნახვა
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვის დროს სათნოებათა აღსრულება:

...ღმოცენდეს ჩვენში და ენით არ გამოითქვას. ყურებიც მტკიცედ დავუხშოთ, რომ ცარიელი ჭორიც არ მივიღოთ, როგორც ნეტარი მოსე ბრძანებს: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო" (), და როგორც ნეტარი დავითი კიდევ ამბობს: „რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო" (). ხედავ, საყვარელო, რამდენი ფხიზლობა გვჭირდება, რამდენი შრომა სათნოებისთვის, როგორ უმცირესი დაუდევრობაც ჩვენ მთლიანად გვღუპავს? ამიტომაც ნეტარი დავითი სხვაგან ღაღადებს და ამის მოქმედს ამხელს: „შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური" (). თუ ჩვენს ყოველ სხეულის ნაწილს ასე მოვიზღუდავთ, მაშინ შევძლებთ მხნედ კეთილ საქმეებს მივეშუროთ: ენა ღვთის განდიდებასა და საგალობლებში ვივარჯიშოთ; სმენა — ღვთის სიტყვის მოსმენასა და შესწავლაში; გონება — სულიერ საგნებზე ფიქრში; ხელები — არა ტაცებასა და მრავალმოხვეჭაში, არამედ მოწყალებასა და კეთილ საქმეთა კეთებაში; ფეხები — (სიარულში) არა თეატრებში, სასარბიელოებსა და მავნე სანახაობებში, არამედ ეკლესიაში, სალოცავ სახლებსა და წმიდა მოწამეთა საფლავებთან, რათა მათი კურთხევის მიღებით, ეშმაკის მახეებისგან ხელმიუწვ...

სრულად ნახვა