...ს? მაგრამ მაინც, ამბობს, ასე მძაფრად და ასე სწრაფად აღგზნებულებს, რომლებმაც შუაში მომიმწყვდიეს, არა მხოლოდ გავექეცი, არამედ ვძლიე კიდეც. ეს თვით ნივთიერ მაგალითზეც იხილე. რადგან ცეცხლი მაყვლოვანს წვავდა (), მაგრამ არც მაყვლოვანი იწვოდა და არც ის ცეცხლი ქრებოდა; ორივე ერთმანეთთან შეხებაში რჩებოდა და არ ილეოდა. და მაინც, რა არის მაყვლოვანზე უფრო მყიფე? და რა არის ცეცხლზე უფრო მწველი? მაგრამ მაინც ღვთის საკვირველმოქმედმა ძალამ, რომელიც უჩვეულოს აღასრულებს, ორივეს დარჩენის ნება მისცა. ასეთივე საკვირველი რამ ხდებოდა მაშინაც. რადგან ცეცხლივით მოიჭრნენ, ფუტკრებივით გულმოდგინებით დაესხნენ თავს, შიგნით ჰყავდათ მომწყვდეული, და მაინც ვერაფერი შეძლეს. რადგან უძლეველმა იარაღმა, დაუმარცხებელმა მოკავშირეობამ - ღვთის სახელმა - ყველა მათგანი განდევნა. **„მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფ...