მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 3:13

12. ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა, ვითარმედ: მე ვიყო შენ თანა და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რამეთუ მე მიგავლინო შენ, რათა გამოიყვანო ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით და ჰმსახურებდენ ღმერთსა მთასა ამას ზედა.13. და ჰრქუა მოსე ღმერთსა: აჰა ესერა, მე მივიდე ძეთა ისრაჱლისათა და ვჰრქუა მათ: ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლინა მე თქუენდა და მკითხვიდენ, თუ რაჲ არს სახელი მისი, რაჲ ვჰრქუა მათ?14. და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ, და ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა.
გამოსლვათა თავი 3
13. და ჰრქუა მოსე ღმერთსა: აჰა ესერა, მე მივიდე ძეთა ისრაჱლისათა და ვჰრქუა მათ: ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლინა მე თქუენდა და მკითხვიდენ, თუ რაჲ არს სახელი მისი, რაჲ ვჰრქუა მათ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...დ იცის იგი სრულებით და სწორი არს მისი და თანამზრახველი.

გნებავსა, რაჲთა დაუსაბამოებაჲცა და დაუსრულებელობაჲ გულისხმა-ჰყო? ისმინე, რასა იტყჳს მოსე მამისათჳს, რამეთუ ჰკითხა რაჲ, ვი-თარმედ: „უკუეთუ მკითხონ ებრაელთა, თუ ვინ მოგავლინა, რაჲ მიუგო? ჰრქუა მას ღმერთმან: თქუ: რომელი-იგი არს, მან მომავლინა მე“. ხოლო თუ რაჲ არს ესე სიტყუაჲ, სამარადისოჲსა მის ყოფისა მომასწავებელ არს, დაუსაბამოდ ყოფისა და ჭეშმარიტად ყოფისა, და ამასვე მოასწავებს პირველითგან ყოფაჲ იგი, რამეთუ სამარადისოჲსა ყოფისა მომასწავებელი არს. და ამასვე სიტყუასა აქა იჴმარებს იოვანე, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ დაუსაბამოდ და დაუსრულებელად წიაღთა შინა მამისათა არს ძე, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რაჲთა არა ჰგონებდე უძლურებისათჳს შენისა, თუ ერთი ვინმე არს იგი მადლითა შვილ ღმრთისა ქმნულ-თაგანი, ამისთჳს ისმინე ყოველთაგან განყოფილი ესე სახელი მხოლოდ-შობილობისაჲ. უკუეთუ კულა ამასცა ზედა უგულისხმოვე ხარ, მოვიღო შორის კაცობრივიცა სიტყუაჲ თქუმად ღმრთისათჳს, ვითარ-იგი არს „წიაღთა შინა მამისათა“, რაჲთა ოდენ განგათავისუფლო უგულისხმოებისაგან და მდაბალთა საქმეთა მოგონებისა.

იხილეა კაცთმოყუარებაჲ და სახიერებაჲ მეუფისაჲ? რამეთუ უღირსთა სახელთა დაიდებს თავსა ზედა თჳსსა, რაჲთა ოდენ შენ აღ...

სრულად ნახვა