გამოსლვათა 3:17
16. მი-რა-ხჳდე უკუე და შეკრიბენ მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათანი და არქუ მათ: უფალი ღმერთი მამათა თქუენთა მეჩუენა მე, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი და მრქუა მე: მოხედვით მოგხედო თქუენ და რაოდენი შეგემთხჳა თქუენ ეგჳპტეს.17. და ვთქუ გამოყვანება თქუენი ბოროტის ყოფისაგან ეგჳპტელთასა და შეყვანებად ქუეყანასა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა, ფერეზელთასა და გერგესეველთასა და ეველთა და იებოსელთასა, ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისა.18. და ისმინონ ჴმისა შენისა შეხჳდე შენ და მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი ფარაოჲსა, მეფისა ეგჳპტელთასა, და არქუ მას: უფალი ღმერთი ებრაელთა მიწესს ჩუენ, განვიდეთ უკუე გზისა სამისა დღისასა უდაბნოდ, რათა ვჰმსახუროთ ღმერთსა ჩუენსა.
გამოსლვათა თავი 3