...ს? მაგრამ მაინც, ამბობს, ასე მძაფრად და ასე სწრაფად აღგზნებულებს, რომლებმაც შუაში მომიმწყვდიეს, არა მხოლოდ გავექეცი, არამედ ვძლიე კიდეც. ეს თვით ნივთიერ მაგალითზეც იხილე. რადგან ცეცხლი მაყვლოვანს წვავდა (), მაგრამ არც მაყვლოვანი იწვოდა და არც ის ცეცხლი ქრებოდა; ორივე ერთმანეთთან შეხებაში რჩებოდა და არ ილეოდა. და მაინც, რა არის მაყვლოვანზე უფრო მყიფე? და რა არის ცეცხლზე უფრო მწველი? მაგრამ მაინც ღვთის საკვირველმოქმედმა ძალამ, რომელიც უჩვეულოს აღასრულებს, ორივეს დარჩენის ნება მისცა. ასეთივე საკვირველი რამ ხდებოდა მაშინაც. რადგან ცეცხლივით მოიჭრნენ, ფუტკრებივით გულმოდგინებით დაესხნენ თავს, შიგნით ჰყავდათ მომწყვდეული, და მაინც ვერაფერი შეძლეს. რადგან უძლეველმა იარაღმა, დაუმარცხებელმა მოკავშირეობამ - ღვთის სახელმა - ყველა მათგანი განდევნა. **„მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფ...
გამოსლვათა 3:2
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ა: მართალია, სერაფიმები არ გამოჩენილან და არც თვითონ უფალი მჯდომარე საყდარზე, მაგრამ მაშინ წინასწარმეტყველს სხვა საკვირველი სანახაობა ეჩვენა, თანაც ისეთი, რომ გამოჩენილს ვერავინ გაუსწორებდა თვალს. რადგან ამბობს: „მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების“ (). მაგრამ ყოველივე ამისა და ღვთის მრავალი შეგონების შემდეგაც დიდი მოსე თავს იკავებს, მიზეზებს იმიზეზებს და უარის სათქმელად ათასგვარ საბაბს იგონებს: „ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე“ () და: „გამო-ვინ-ირჩიე შემძლებელი სხუაჲ, რომელი მიავლინო“ (). იერემიაც თავის ასაკს იმიზეზებს. ეზეკიელიც, ბრძანების მიღების შემდეგ, მდინარესთან შვიდ დღეს აყოვნებს, თავს იკავებს და ყოყმანობს. ამიტომაც ღმერთმა ის იგავური გაფრთხილება დაუმატა და თქვა: „ებგურად მიგეც სახლსა ისრაილისასა“ () და: „მათი სული შენი ხელიდან გამოვიძიო“ (
...ლო ბზე დაწუასო ცეცხლითა უშრეტითა“. შევძრწუნდეთ, რამეთუ უშრეტ არს ცეცხლი იგი. და ვითარ უშრეტ არსო? არა ჰხედავა მზესა ამას, ვითარ იწუების, ვინაჲთგან დაიბადა დღენდელად დღემდე და არა დაშრტების? არა გასმიესა მაყულოვანისა მისთჳს, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „მაყულოვანსა მას ეტყინებოდა ცეცხლი, და მაყუალი იგი არა შეიწუებოდა“? და შენცა უკუეთუ გნებავს განრომად ალისა მისგან, განაგდე შენგან ნივთი ვნებათაჲ და ბზე იგი ცოდვისაჲ და არა შეიწუა ცეცხლისა მისგან, რამეთუ უკუეთუ გრწმენეს აქა თქუმული იგი უფლისა მიერ და წმიდათა მისთა და განაკრძალო თავი შენი, მიხჳდე რაჲ მუნ, არცა თუ იხილო ცეცხლი იგი. უკუეთუ კულა აქა ურწმუნო იქმნე, მუნ საქმით სცნა, ოდეს-იგი არღარა ჴელ-გეწიფებოდის განრომად ალისა მისგან, რამეთუ თანაწარუვალ არს სატანჯველი იგი მოქმედთათჳს ბოროტისათა, და არავის კმა-ეყოფის სარწმუნოებაჲ ხოლო, არამედ კეთილისა საქმე თანაგუაც. არა თუ ეშმაკნიცა არა ძრწიან ღმრთისაგან და იციან, ვითარმედ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და მეუფე ყოველთაჲ? არამედ არა იჴსნებიან ამისთჳს ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან“, არამედ „სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა ცუდ არს“....
...ახელ-სდვა. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი იაკობ კიბედ იხილა ზეცად აღწევნულად და თქუა, ვითარმედ: „საშინელ არს ადგილი ესე“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი მოსე მაყულად შეუწუველად იხილა, რომელსა შორის ცეცხლი ეგზებოდა, და მაყუალი იგი არა შეიწუვოდა; ესე არს, რომელსა სოლომონ „ცხედრად მეუფისა“ და „წყაროდ დაბეჭდულად“ სახელსდვა. გულისჴმა-ყო იოსებ ყოველი იგი ქადაგებული წინაწარმეტყუელთა, რამეთუ განიღჳძა ძილისა მისგან უმეცრებისა და განაგდო საბურველი იგი, რომელი ძეს გულსა ზედა ჰურიათასა, და მიითუალა გონებითა მსახურებაჲ ქალწულისაჲ მის და წარიყვანა ცოლი თჳსი. იხილეა ესეცა, ვითარ პირველ შობისა ზედაჲსზედა ცოლად მისა სახელ-სდებს? რამეთუ ვითარცა-იგი მაშინ განგებულებით ცოლად მისა საგონებელ იყო ზემოთქუმულ-თა მათ მიზეზთათჳს, ეგრეთვე მახარებელი სიტყუასა თჳსსა შეჰმზადებს, სიტყჳთ იტყჳს სახელსა ცოლებისასა, ვითარცა მაშინ საგონებელ იყო, და საქმით გამოაჩინებს ჭეშმარიტებასა მას საქმისასა და ღაღადებს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ამათ სიტყუათათჳს ბრძოლად აღმიდგებიან ურჩულონი ჰურიანი და მათისა მის...