...: „ღირსი ვიყავი“; არ უთქვამს: „სათნო საქმენი წარმოვაჩინე“, არამედ მხოლოდ ეს: „მოვუხმე“; და ლოცვა საკმარისი აღმოჩნდა უბედურების მოსახსნელად, რასაც ეგვიპტელთა დროსაც ამბობს: „ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა“ () და „გარდამოვედ განრინებად მათა ჴელისაგან მეგჳპტელთასა“ (). არ უთქვამს: „ვიხილე ჩემი ერის სათნოება“, არც ის, რომ უკეთესისკენ მათი მოქცევა ვიხილეო, არამედ: „ვიცი იგი ჭირი მათი“ და „ღაღადებაჲ მათი მესმა“ (). ხედავ გულმოწყალე მამას, რომელიც მხოლოდ უბედურებათა გამო შეეწევა? თუმცა არც ყოველი, ვინც ჭირშია, ხსნის ღირსია, ადამიანთა შორისაც კი. რადგან როცა მრავალ მსახურს ვხედავთ გვემულსა და ტკივილით შეპყრობილს, მათ მაინც არ ვათავისუფლებთ, რაკი ცოდვათა სიდიდეს ვიაზრებთ; ღმერთმა კი მხოლოდ ჭირის გამო გაათავისუფლა; და არა მხოლოდ ჭირისგან გაათავისუფლა, არამედ დიდი უსაფრთხოებაც მისცა. რადგან ამბობს: „ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ“ (...
გამოსლვათა 3:8
7. ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა.8. და ღაღადებაჲ მათი მესმა საქმის მაწვეველთა მათგან, რამეთუ ვიცი იგი ჭირი მათი, და გარდამოვედ განრინებად მათა ჴელისაგან მეგჳპტელთასა, გამოყუანებად მათა მიერ ქუეყანით და შეყვანებად მათა ქუეყანასა კეთილსა და ფრიადსა, ქუეყანასა მას გამომადინებელსა სძისა და თაფლისასა, ადგილსა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა და ეველთასა, ფერეზელთასა და გერგესველთასა და იებოსელთასა.9. და აწ ესერა, ღაღადებაჲ ძეთა ისრაჱლისათა მოიწევის ჩემდა და მე ვიხილე ჭირი მათი, რომელსა ეგჳპტელნი აჭირვებდეს მათ.
გამოსლვათა თავი 3