მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 3:7

6. და თქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა.7. ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა.8. და ღაღადებაჲ მათი მესმა საქმის მაწვეველთა მათგან, რამეთუ ვიცი იგი ჭირი მათი, და გარდამოვედ განრინებად მათა ჴელისაგან მეგჳპტელთასა, გამოყუანებად მათა მიერ ქუეყანით და შეყვანებად მათა ქუეყანასა კეთილსა და ფრიადსა, ქუეყანასა მას გამომადინებელსა სძისა და თაფლისასა, ადგილსა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა და ეველთასა, ფერეზელთასა და გერგესველთასა და იებოსელთასა.
გამოსლვათა თავი 3
7. ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 135-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ზღვიდან უდაბნომდე და საყოველთაო განგება:

...ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: უბედურება და ჩვენი ბოროტად ტანჯვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ იგი მოელმო. რადგან დასაწყისშიც, როცა ისინი ეგვიპტიდან იხსნიდა, არ უთქვამს: „ხილვით ვიხილე მათი უკეთესობისკენ მიდრეკა“, არამედ: „ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა“ (). „და მიჴსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან“ (). რათა ცალ-ცალკე არ ჩამოთვალოს ომები, თავდასხმები, გამარჯვებები და ძლევის ნიშნები, კვლავ ერთ სიტყვაში გაივლის წარმატებათა წყებას, იუდეველებთან დაკავშირებულ ნაწილობრივ საქმეებს ტოვებს და მის საყოველთაო განგებაზე გადადის, როცა ამბობს: „რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა“ (). სხვა ამბობს: „რომელიც პურს იძლევა“. სხვა კი: „პურის მომცემი“. ამრიგად, ნაყოფთა შობა არც მიწისაა, არც წყლების, არც ჰაერების, არც სხივისა და არც რაიმე სხვა რამისა, არამედ ყოველივე მისი საქმეა....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ჭირში ლოცვა და ღვთის სასოება:

...ხედავ სიკეთესა და კაცთმოყვარეობას? არ უთქვამს: „ღირსი ვიყავი“; არ უთქვამს: „სათნო საქმენი წარმოვაჩინე“, არამედ მხოლოდ ეს: „მოვუხმე“; და ლოცვა საკმარისი აღმოჩნდა უბედურების მოსახსნელად, რასაც ეგვიპტელთა დროსაც ამბობს: „ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა“ () და „გარდამოვედ განრინებად მათა ჴელისაგან მეგჳპტელთასა“ (). არ უთქვამს: „ვიხილე ჩემი ერის სათნოება“, არც ის, რომ უკეთესისკენ მათი მოქცევა ვიხილეო, არამედ: „ვიცი იგი ჭირი მათი“ და „ღაღადებაჲ მათი მესმა“ (). ხედავ გულმოწყალე მამას, რომელიც მხოლოდ უბედურებათა გამო შეეწევა? თუმცა არც ყოველი, ვინც ჭირშია, ხსნის ღირსია, ადამიანთა შორისაც კი. რადგან როცა მრავალ მსახურს ვხედავთ გვემულსა და ტკივილით შეპყრობილს, მათ მაინც არ ვათავისუფლებთ, რაკი ცოდვათა სიდიდეს ვიაზრებთ; ღმერთმა კი მხოლოდ ჭირის გამო გაათავისუფლა; და არა მხოლოდ ჭირისგან გაათავისუფლა, არამედ დიდი უსაფრთხოებაც მისცა....

სრულად ნახვა