თესალონიკელთა მიმართ ბ
ესე მიუწერა ჰრომით ამის მიზეზისათჳს, რამეთუ ვიეთნიმე თესალონიკლთაგანნი, უქმნი და უწესონი, მიმოვიდოდეს და ეტყოდეს ძმათა, ვითარმედ მოსლვაჲ უფლისაჲ ქმნილ არს და მეორედ არღარა იქმნების, და ეტყოდეს, ვითარმედ მოციქულიცა პავლჱ ესრეთვე იტყჳს და სულისა მიერ წმიდისა გუესმა ესე. და ესე ცნა მოციქულმან და მიუწერა ესე ებისტოლჱ.
პავლესი: ანუ აღმფოთნებით ნუცა სულითა, ნუცა სიტყჳთა, ნუცა გონებითა ამით, ვითარმცა ჩუენ მიერ (2,2).
თარგმანი: სულად ცრუ წინაჲსწარმთყუელთა სახელ-სდებს და...



