მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 2:5

4. მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი.5. არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ?6. და აწ, რომელი-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი თჳსსა მას ჟამსა.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
5. არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ?
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რომელთა-იგი საშჯელი მიეჴადოს, მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა" ().

1. საუკუნო სასჯელი და წმიდათა დიდება

ადამიანთა შორის მრავლად არიან ისეთნი, რომელთაც კეთილი სასოებანი ცოდვებისაგან თავშეკავებაზე კი არ აქვთ დამყარებული, არამედ იმ აზრზე, რომ გეენა, როგორც ითქმის, მეტად მკაცრი არ არის, არამედ მუქარით ნათქვამზე უფრო ლმობიერი, დროებითი და არა საუკუნო; ამის შესახებაც ბევრს მსჯელობენ. მე კი მრავალი მხრიდან შემიძლია დავამტკიცო არა მხოლოდ ის, რომ გეენა მუქარით ნათქვამზე უფრო ლმობიერი არ არის, არამედ ისიც, რომ ბევრად უფრო მკაცრია, და ეს თვით გეენის შესახებ თქმული სიტყვებიდანაც დავასკვნა. მაგრამ ახლა ამის შესახებ სიტყვას არ დავძრავ; საკმარის შიშს თვით შიშველი სიტყვებიც აღძრავს, თუნდაც მათი აზრი არ განვმარტოთ. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის