მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 2:1

1. ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ,2. რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
1. ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ,
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რომელთა-იგი საშჯელი მიეჴადოს, მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა" ().

1. საუკუნო სასჯელი და წმიდათა დიდება

ადამიანთა შორის მრავლად არიან ისეთნი, რომელთაც კეთილი სასოებანი ცოდვებისაგან თავშეკავებაზე კი არ აქვთ დამყარებული, არამედ იმ აზრზე, რომ გეენა, როგორც ითქმის, მეტად მკაცრი არ არის, არამედ მუქარით ნათქვამზე უფრო ლმობიერი, დროებითი და არა საუკუნო; ამის შესახებაც ბევრს მსჯელობენ. მე კი მრავალი მხრიდან შემიძლია დავამტკიცო არა მხოლოდ ის, რომ გეენა მუქარით ნათქვამზე უფრო ლმობიერი არ არის, არამედ ისიც, რომ ბევრად უფრო მკაცრია, და ეს თვით გეენის შესახებ თქმული სიტყვებიდანაც დავასკვნა. მაგრამ ახლა ამის შესახებ სიტყვას არ დავძრავ; საკმარის შიშს თვით შიშველი სიტყვებიც აღძრავს, თუნდაც მათი აზრი არ განვმარტოთ. <span...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ, რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ." ().

1. ცრუ ცნობები უფლის მოსვლის შესახებ

როცა პირველ წერილში თქვა, რომ „ღამე და დღე უფროჲს და უმეტეს ვევედრებით ხილვად პირისა თქუენისა" ()1, და რომ „ვერღარა დავთმეთ, ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაჲ მარტოთა" (), და რომ „და მივავლინეთ ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი" (), ამ ყველაფრით იგი ცხადად აჩვენებს, რა ძლიერი სურვილი ჰქონდა მათთან მისვლისა. რადგან, როგორც ჩანს, ვერ მოასწრო წასვლა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის