მოციქულისაჲ: ამისთსჳს მაქუს ჩუენ მსახურებაჲ ესე, ვითარცა შევიწყალენით და არა გუეწყინების (4,1).
თარგმანი: დაღაცათუ უპირატეს უკუე მოციქულთა შეეტყობოდეს სიტყუანი ესე, არამედ წესითა სიტყჳსაჲთა ყოველნი მორწმუნენი თანა-იზიარნა მოციქულმან სიმდიდრესა ნიჭთასა, ვითარცა თანამხილველნი დიდებისანი, მასვე ხატსა და ბრწყინვალებასა დიდებითი-დიდებადსა შეცვალებულნი. ამისთჳს აწ მსახურებასაცა იზიარებს და იტყჳს, ვითარმედ: "ამისთჳს..." რაჲსა ამისთჳს? — გარნა სიმდიდრისათჳს ზემო წარმოთქუმულთა ამათ ნიჭთაჲსა უწყინოდ...



